ავტორი:

ვანო ჯავახიშვილმა "რუსთავი 2" დატოვა - "სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ჰქონია"

ვანო ჯავახიშვილმა "რუსთავი 2" დატოვა - "სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ჰქონია"

გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანმა და "კომედი ჯგუფის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვანო ჯავახიშვილმა "რუსთავი 2" დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" დაწერა.

"ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, მოგესალმებით... მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე. პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია" - წერს ვანო ჯავახიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიაში რჩებიან "კომედი ჯგუფის" წევრები ალეკო მალხაზიშვილი და ოთო ლომთაძე. როგორც ცნობილია, ისინი დღეს ან ხვალ სამომავლო გეგმების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

"რუსთავი 2"-ზე რჩება ასევე გადაცემა "ფარული კონვერტი", რომელიც "კომედი ჯგუფის" ბაზაზე კეთდება. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა ია ფარულავამ "ფეისბუქზე" დაწერა.

"გადაცემა "ფარული კონვერტი დარჩა რ2-ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის ( რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა... P.S. არავის გაუმართია კავკასიური ცარცის წრე ჩემს გამო..." - წერს ია ფარულავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ასევე გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი და წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. ამის შემდეგ "კურიერის" თითქმის სრულმა შემადგენლობამ "რუსთავი 2" დატოვა.

ხონის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა

დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე დათბება - 15-18 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში, 13 საბავშვო ბაღია დახურული