საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი წლებია France 24-ის ჟურნალისტია. აქამდე ის ფრანგული ტელეკომპანიაში რეპორტიორად და სპორტულ რედაქტორად მუშაობდა, ასევე უძღვებოდა გადაცემებს. როგორც ცნობილი გახდა, ამიერიდან პრეზიდენტის ქალიშვილი ჟურნალისტურ მოღვაწეობას ვაშინგტონში გააგრძელებს და France24-ის ოფიციალურ კორესპონდენტი იქნება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა:
"ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან სადაც დაინიშნა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად. ჟურნალისტები მიყვარს..." - წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის შვილები, ქეთევან და თემურ გორჯესტანები საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქეთევანი პროფესიით ჟურნალისტია, რაც შეეხება თემურს, იგი დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ზურაბიშვილის ორივე შვილი 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.