ავტორი:

ნიქოზელი მიტროპოლიტი ისაია პირბადით ქადაგებს (ფოტო)

ნიქოზელი მიტროპოლიტი ისაია პირბადით ქადაგებს (ფოტო)

"სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული - ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან" - ეს განცხადება დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა გააკეთა.

იგი ამ კომენტარით მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. მეუფის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ნეგატიური კომენტარებით გამოეხმაურა.

როგორც აღმოჩნდა სასულიერო პირების ნაწილი მეუფე დანიელს არ ეთანხმება.

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ნიქოზელი მიტროპოლიტის ისაიას ფოტო გავრცელდა, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ფოტოზე ის ტაძარში ქადაგების დროს შავი პირბადით არის გადაღებული.

მეუფე ისაია წლებია ახალგორიდან 14 კილომეტრში მდებარე ეკლესიას წინამძღოლობს. ომის შემდეგ მას ოკუპირებული რეგიონი არ მიუტოვებია და უამრავ ადგილობრივს ეხმარება. ის ახალგორელებში და ზოგადად, კონფლიქტის ზონაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თბილისი სამი თვის წინ და დღეს (ფოტო)