მართალია, როგორც თბილისის მერი ამბობს, პანდემიის შემდეგ დედაქალაქის ჰაერი ბახმაროს ჰაერს დაემსგავსა, მაგრამ კახა კალაძე ცხოვრებას მაინც წყნეთში, საკუთარ აგარაკზე არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ანუკი არეშიძე თებერვლის შუა რიცხვებში მილანში იმყოფებოდა და ეპიდემიის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე მოუწია სამშობლოში დაბრუნებას.
მას შემდეგ კალაძე-არეშიძის წყვილი ცხოვრებას აგარაკზე აგრძელებს. როგორც ცნობილია, წყვილს თბილისში, ვაკეში სამსართულიანი სახლი აქვს ეზოთი. ცოლ-ქმარი "ინსტაგრამზე", როგორც ყოველთვის, ახლაც აქტიურობს.
როგორც ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ირკვევა, თბილისის მერს ახლა ყველაზე მეტი დრო აქვს, რომ შვილებთან ერთად გაერთოს. კახა კალაძის აგარაკი მედიისთვის საინტერესო არაერთხელ გამხდარა. ბოლოს ყურადღება 2019 წლის ზაფხულში მიიქცია, როდესაც ანუკიმ 30 წლის იუბილე წყნეთში აღნიშნა.
ანუკი არეშიძე თვითიზოლაციის შესახებ იტალიურ გამოცემა Luisaviaroma-ს ესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი დილა ოთხი შვილითა და მათი ონლაინგაკვეთილებით იწყება. თავად კი სახლს ალაგებს და საჭმელს ამზადებს.
"შუადღეს ბავშვები ეზოში თამაშობენ საკუთარ ძაღლებთან ერთად, ამასობაში, მე კვლავ სამზარეულოში ვსაქმიანობ. გვიან საღამოს კი, ყველანი ერთად ფილმებს ვუყურებთ, ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი საქმიანობაა, როცა ოჯახში სიწყნარე ისადგურებს" - აღნიშნა არეშიძემ.