ავტორი:

"არ ვიცი, რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული" - ანუკი არეშიძემ იუბილე წყნეთში ულამაზესი წვეულებით აღნიშნა (ფოტოები)

"არ ვიცი, რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული" - ანუკი არეშიძემ იუბილე წყნეთში ულამაზესი წვეულებით აღნიშნა (ფოტოები)

1 ივლისს თბილისის მერის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე 30 წლის გახდა. დაბადების დღე მან წყნეთში საკუთარი სახლის ეზოში გადაიხადა. სპეციალურად ამ დღისთვის ეზოში ლიმონის ხეივანი მოეწყო, რომელშიც სტუმრებისთვის სუფრა გაიშალა.

ანუკის დაბადების დღეზე ულამაზესი ყვითელი კაბა ეცვა. იუბილის მუსიკალურ გაფორმებაზე ანსამბლმა "შვიდკაცამ" იზრუნა, რომელმაც დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლთან, მაკუნა გამცემლიძესთან ერთად გიტარის თანხლებით ქალაქური სიმღერები შეასრულა.

ანუკიმ "ინსტაგრამზე" თაყვანისმცემლებსაც მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა:

"თუ რამე გამეკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი თქვენით! თქვენი სიყვარული ატრიალებს ჩემს დედამიწას და ჩემს სამყაროს! მიყვარხართ ძალიან! ვკითხულობ ამდენ წერილებს და ცრემლები მომდის (ასაკიც), არ ვიცი, რითი დავიმსახურე ამხელა დადებითი ენერგია, ამხელა სიყვარული, ამხელა სიკეთე, რასაც თქვენ მე მჩუქნით... ღმერთს ვუყვარვარ, თქვენ რომ მყავხართ! ჩემი უდიდესი სურვილია, ყველას შეგხვდეთ და ჩაგეხუტოთ, მიყვარხართ...

პ.ს სექტემბერში დავგეგმოთ ერთი დიდი შეხვედრა, სადაც მეც გაჩუქებთ სიყვარულს და ლამაზ რაღაცეებს მაგას მოვიფიქრებ კარგად, მოემზადეთ", - წერს ანუკი.

წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან ერთად, დიზაინერი მაკა კვიციანი და სხვები.

"ანონსმა დიდი ლუსტრაციაც გააკეთა... ვიცი, რომ მთელს აქტივს გეზიზღებათ ის, მეც არ მიყვარს" - რას წერს გოგაშვილი მისი ინტერვიუს გასვლის შემდეგ?

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

სანამ სინოდის სხდომა დასრულდებოდა, პატრიარქი მედიის წარმომადგენლებს, საკვებით გაუმასპინძლდა