ავტორი:

მთვარის დაბნელება, რომელიც ჩვენი ცხოვრების მომდევნო 18 წელზე იმოქმედებს - რა უნდა იცოდეთ 5 ივნისის ღამის შესახებ

მთვარის დაბნელება, რომელიც ჩვენი ცხოვრების მომდევნო 18 წელზე იმოქმედებს - რა უნდა იცოდეთ 5 ივნისის ღამის შესახებ

5 ივნისი, პარასკევი, დღე, როცა სავსემთვარეობასა და მთვარის დაბნელებას ველოდებით მშვილდოსნის მე-16 გრადუსში, 23:25-ზე. 21 ივნისს მზის დაბნელება გვექნება და 5 ივლისს - ისევ მთვარის. ზუსტად ერთი თვე გვექნება დაბნელებების დერეფანი . ეს პირველი დაბნელებაა ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე, ჩვენ გვეწყება ახალი ცხოვრება, ხოლო ღერძი გვაჩვენებს მიმართულებას, სად უნდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება.

დაბნელებების დერეფანში მომხდარი მოვლენები შეიძლება ორ წელს გაგრძელდეს, ხოლო თუ თქვენი პირადი პლანტებია ჩართული, მომდევნო 18 წელიც იყოს აქტიური

ამიტომ, დაბნელებებზე მეტად ფრთხილად უნდა იყოთ. ეცადეთ, იფიქროთ პოზიტიურად, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ მოქმედებას არ გირჩევთ. გაანალიზეთ საკუთარი თავი, ფიქრები, რომლებიც თავში მოგივათ. როგორც წესი, დაბნელების პერიოდში ადამიანში ემოციურობა იმატებს. შეიძლება წნევაც კი მოგემატოთ. მოიმატებს ტრავმულობა, სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან, საჭესთან (როგორც წესი, დაბნელებების დერეფანში გახშირებულია ავარიები). ადამიანი გაღიზიანებულია, აღზნებულია და ეცადეთ, არც საკუთარმა ნათქვამმა და არც ქმედებამ არ დაგაზიანოთ. არაფერი სერიოზული არ მოიქმედოთ, საქმიანი შეხვედრებიც კი შეძლებისდაგვარად მომავლისთვის გადადეთ.

ხანდახან დაბნელებების ენერგია ერთი კვირით ადრე იწყებს მოქმედებას. და მომდევნო ორი კვირაც აქვს გამოძახილი. დაბნელებები მიგვანიშნებს, რომ რაღაც პერიოდი, ეტაპი უნდა დასრულდეს. ყველაზე მძაფრად დაბნელებებს, რა თქმა უნდა ტყუპისა და მშვილდოსნის წარმომადგენლები იგრძნობენ. მათ შეიძლება დაასრულონ საქმეები, რომლებიც 9 ან 18 წელი გრძელდებოდა. აგრეთვე, თევზებისა და ქალწულის წარმომადგენლები. დაბნელებებს აგრეთვე მძაფრად შეიგრძნობენ ისინი, ვისაც მშვილდოსნის ან ტყუპის 13-17 გრადუსში ჰყავს პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.

მთვარის დაბნელების პერიოდში შეიძლება ყველა სასიყვარულო საიდუმლო გამომჟღავნდეს. გახშირდება ურთიერთობების გარკვევა სასიყვარულო პარტნიორებს შორის, მოსალოდნელია განქორწინებები. იმისათვის, რომ არ დაზარალდეთ, მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ. თუმცა, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა, დასრულდება . ნუ დაგავიწყდებათ, რომ 5 ივნისისთვის პლანეტების უმეტესობა რეტროგრადული, უკანმავალია.

კარგი იქნება, თუ დაბნელების დერეფანში აწარმოებთ დღიურს, ჩაიწერთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენა და მისი დასრულების შემდეგ გადახედავთ და გონიერად მოიმოქმედებთ. ამ ერთი თვის პერიოდში არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას. რა თქმა უნდა, გადაუდებელ ოპერაციებზე არაა ლაპარაკი, მაგრამ თუ შეგიძლიათ, ერთი თვე დაიცადოთ, უკეთესი იქნება.

ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ანესთეზიას, ალკოჰოლურ და ნარკოტიკული საშუალებებით თრობას, უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, რაც შეიძლება ჩხუბითა და მუშტი-კრივით დასრულდეს. დაბნელების დერეფანში შეგიძლიათ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები.

დაბნელებები ციკლური მოვლენაა და იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ რას შეიძლება ელოდოთ, გაიხსენეთ შემდეგი პერიოდები თქვენს ცხოვრებაში, როცა ზუსტად ამ ღერძზე ხდებოდა დაბნელებები. ესენია: 2002, 1984 და 1966 წლები.

გირჩევთ, პროგნოზი წაიკითხოთ, პირველ რიგში, თქვენი ასცედენტის, შემდეგ მზის და აუცილებლად მთვარის ნიშნით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. 7 წლამდე ბავშვებისთვის პროგნოზი წაიკითხეთ ჯერ მთვარის, შემდეგ ასცედენტის და მერე უკვე მზის ნიშნით.

  • ვერძი

შეიძლება დაასრულოთ სასამართლო საქმე ან სწავლა უმაღლესში. ან გადაწყვიტოთ, სად გააგრძელებთ სწავლას. საბოლოოდ მოაგვაროთ/შეკრიბოთ უცხოეთში გასამგზავრებელი დოკუმენტები. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ ცხოვრების ან მუშაობის გადაწყვეტილება მიიღოს. ზოგმა კი - უცხოელზე ქორწინება. ზოგისთვის ეს შეიძლება მეორე დაოჯახება იყოს, ამ გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.

  • კურო

თუ აგვარებდით მემკვიდრეობის, ალიმენტის, მატერიალური დახმარების საკითხებს, დაასრულებთ. აგრეთვე, შეიძლება პარტნიორის (სასიყვარულო და საქმიანი) ფულის მიღება გსურდათ. შეიძლება ფულთან დაკავშირებით რაღაც საიდუმლო გაიგოთ ან თავად განიცადოთ ტრანსფორმაცია (შეგეცვალოთ შემოსავლის წყარო). ზოგიერთი შეიძლება დაშორდეს სექსუალურ პარტნიორს ან გადაწყვიტოს, რომ შვილს გააჩენს.

  • ტყუპი

ცვლილებები მოსალოდნელია პარტნიორების მიმართ. ზოგმა შეიძლება დაასრულოს კავშირი ან პირიქით, დაქორწინება გადაწყვიტოს. დააკვირდით ბიზნესპარტნიორებს ან თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, - კლიენტებს. მზად იყავით, რომ ვიღაც მიგატოვებთ. შეიძლება გაიგოთ პარტნიორების საიდუმლოებები. ნაცნობებთან ერთად შეიძლება ახალი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოთ, ან ახალ ბინაში გადახვიდეთ ან ოჯახის წევრების რაოდენობა შეგეცვალოთ.

  • კირჩხიბი

ცვლილებები გელით სამსახურში, შეიძლება დაგისრულდეთ შრომითი კონტრაქტი. ან დაასრულოთ მკურნალობა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მეტად დაისვენეთ. დააკვირდით შინაურ ცხოველებს, მოსალოდნელია მათი გამრავლება ან ახლის შეძენა. გადახედეთ ყოველდღიურ თვისებებს, მოსალოდნელია ცვლილებები - თუნდაც სამუშაოს გრაფიკი, კოლექტივი, სამსახურის ადგილი. დაიწყეთ ვარჯიში, მასაჟი; ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები. თუ უფროსი ხართ, შეიძლება დაქირავებულმა თანამშრომლებმა მიგატოვოთ. ზოგიერთმა შეიძლება ფარმაკოლოგიის ან ვეტერინარიის შესწავლა დაიწყოს ან რეგულარული დახმარება/მოვლა გაუწიოს ვინმეს.

  • ლომი

სასიყვარულო სფერო იქნება აქტუალური: ჩხუბი, ურთიერთობების გარკვევა ან პირიქით ფლირტი, რომანის დაწყება, პაემნებზე სიარული. საყვარლის სტატუსი შეიძლება დასრულდეს ან დაცილებით, ან დაქორწინებით. ცვლილებები გელით შვილებთან მიმართებაში, მათ შეიძლება ცალკე ცხოვრება გადაწყვიტონ, ან გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით. გაგიჩნდებათ სურვილი, დაასრულოთ შემოქმედებითი პროექტები. დასრულდება დასვენების პერიოდიც.

  • ქალწული

დააკვირდით, გააქტიურდება შემდეგი სფეროები: უძრავი ქონება, ოჯახი, დედა, მშობლიური სახლი. მოსალოდნელია ცვლილებები, შეიძლება გაიგოთ საიდუმლო ნათესავებზე. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს ბინა, რემონტის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღოს, გაყიდოს ან გადაწყვიტოს უძრავი ქონების შეძენა. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვის ჩასახვა-დაბადება დაგეგმოს. ყოველ შემთხვევაში გვარში რაღაც ცვლილებები იქნება.

  • სასწორი

ყველას დასჭირდებით, გახშირდება ზარები, მიმოწერა, შეხვედრები. შეიძლება გადაწყვიტოთ ავტომობილის შეძენა ან აიღოთ მართვის მოწმობა. მოსალოდნელია მივლინებები. ზოგიერთ ადამიანთნ შეიძლება გაწყვიტოთ მეგობრობა. გაგიჩნდებათ სურვილი აიმაღლოთ კვალიფიკაცია, ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე. მოერიდეთ უსიამოვნებას და-ძმებთან. მათგან შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი ამბები მიიღოთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას.

  • მორიელი

დაიბრუნებთ ვალს ან მიიღებთ ადრე შესრულებული საქმისთვის ხელფასს. შეიძლება შეგეცვალოთ ფულის მიღების წყარო, გაგიჩნდეთ დამატებითი შემოსავალი. შეიძლება გაყიდოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით (ხელსაქმე, პროექტი). შეიძლება დაიწყოთ სამსახური, თუ მაძიებელი ხართ. ზოგიერთი ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გადაწყვეტს, მაგრამ გირჩევთ, მოიცადოთ, 5 ივლისის დაბნელებამდე მაინც.

  • მშვილდოსანი

გაფრთხილდით, არავისთან იჩხუბოთ, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. მოიმატებს ემოციურობა და გირჩევთ, ან განმარტოვდეთ და კარგ მუსიკას მოუსმინოთ, ან მედიტაციას მიმართოთ. ზოგიერთს მოუნდება, სრულიად შეიცვალოს გარეგნობა, იმიჯი, გადავიდეს სხვაგან (თუნდაც, საზღვარგარეთ) საცხოვრებლად, ზოგმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, თუ სურვილი გაქვთ, დაიწყეთ დიეტა. შეგიძლიათ მიიღოთ შვილის გაჩენის ან ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება.

  • თხის რქა

მოულოდნელობებით აღსავსე პერიოდი დაგიდგათ. შეიძლება მისტიკური ელფერიც კი ჰქონდეს ყველაფერს, შეიძლება გაიცნოთ უცნაური ადამიანები. ზოგიერთი მიიღებს საზღვარგარეთ გამგზავრების გადაწყვეტილებას ან თუ საზღვარგარეთ ხართ, სამშობლოში დაბრუნდებით. ზოგიერთს დაუსრულდება იზოლაციის, მარტოობის პერიოდი. შეიძლება დასრულდეს მოლოდინი, მიიღოთ პასუხი, საბუთი და მსგავსი, რასაც ელოდით. ზოგიერთი გადაწყვეტს, მოინახულოს წმინდა ადგილები, დაკავდნენ ქველმოქმედებით. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

  • მერწყული

ამ დაბნელებამ შეიძლება რაღაც სურვილი აგისრულოთ. ან მიიღებთ პასუხს, როგორ აისრულოთ საწადელი. ზოგიერთი ერთი გეგმის შესრულებას დაასრულებს და სხვა გეგმების ჩამოწერას დაიწყებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მიგატოვებენ მეგობრები (თუნდაც თქვენი ან მათი სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის გამო). შეიძლება გაიგოთ რაღაც საიდუმლო, რაც არ მოგეწონებათ. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტკონსულტაცია დაიწყოს ან ინტერნეტგაყიდვები. ან "გაწმინდოთ" ინტერნეტმომხმარებელთა სია.

  • თევზები

გააქტიურდება კარიერის საკითხები, მეტის მიღწევის სურვილი გაგიჩნდებათ, შეიძლება დაუპირისპირდეთ მეუღლეს ან ოჯახს თუ ხელს შეგიშლიან, სასურველის მიღწევაში. ზოგს ელის დაწინაურება, სამსახურში უფროსობის შეცვლა. შეიძლები სულაც პენსიაზე გავიდნენ. ზოგი კი, გამოიხურავს სამსახურის საქმეს, რათა პირადი ბიზნესის კარი გააღოს, თუმცა, დაბნელებებზე ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. ზოგიერთს ელის სტასუსის შეცვლა (მეუღლე, მშობელი გახდება). მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს სამსახურში. აგრეთვე, გაფრთხილდით, არავინ შეგიბღალოთ რეპუტაცია.

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რა ელით მორიელებს ივნისში - "აღ­მოჩ­ნდე­ბით ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­გი­წევთ სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვა"

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - "ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვოს"