ავტორი:

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.

„დღეს მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება, მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს და დღევანდელი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში იმატებს. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 9 ახალი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველაზე ცხელ წერტილად ქვეყნის მასშტაბით აჭარა რჩება.

„აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს - 100 ათას მოსახლეზე - 47,8 ახალი შემთხვევა. იქ 25-დან 7 არის ხოფის კლასტერი - 2 თანამშრომელი და 5 ოჯახის წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თვაისი ოჯახის წევრებით, 1 სამშობიარო სახლის ექთანია, 1- გარემოს დაცვის თანამშრომელი, 2 - „ორბის“ თანამშრომელი, 1-სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, 1 კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარია და 10 გვაქვს ბათუმში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო.

გურიაში 8 ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს. რუსთავში კლინიკა „ავერსის“ კლასტერში 15 დადასტურებული შემთხვევაა თვითონ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების. იქ სერიოზული ტესტირება ჩატარდა რამდენიმეჯერ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მოუწოდა კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებისკენ, ვინც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერში“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, აქტიურად დაიგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

„დაიგზავნა სამთავრობო შეტყობინება, სადაც წერია, რომ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი პირები სასურველია, სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდნენ და ტესტირება ჩაიტარონ.

ასევე, სასურველია ჩაიტარონ ტესტირება მათ ვინც, იმყოფებოდა „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს და რესტორან „მრავალჟამიერში“, ქორწილში, სადაც გვაქვს 8 შემთხვევა. იქ ნამყოფმა ადამიანებმა სასურველია ტესტირება ჩაიტარონ სახელმწიფოს ხარჯზე.

ვაფართოებთ ტესტირებებს, უფრო ხშირად დაიგზავნება სხვადასხვა მოწოდების შეტყობინებები, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საარჩევნო მარათონი; ოპოზიციის პოზიცია

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს