ავტორი:

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, ბათუმში გაფართოებული კვლევისთვის დამატებითი კარვები გაიშლება.

„გასული დღე - ღამის განმავლობაში, აჭარში 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ე.წ ხოფას სავაჭრო ცენტრს 7 შემთხვევა უკავშირდება. ასევე, იუსტიციის სახლის თანამშრომლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტი გამოიკვეთა, დანარჩენი კი ერთეული შემთხვევებია და მათ შორის სამშობიარო სახლის თანამშრომელი. ყველა ლოკაციებზე ეპიდკვლევა დაწყებულია.

ბათუმის სამშობიარო სახლთან დაკავშირებით ახალი კლასტერი არ გახლავთ, ეს არის „დონასთან“ აფილირებული შემთხვევა. სამშობიაროში არც ერთი მშობიარე არ იმყოფება და არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით, მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

რაც შეეხება ტესტირებას, მისი თქმით, დამატებითი კარავი გაიხსნება ხოფას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაბორატორიული სიმძლავრეები კი გაძლიერდება.

„ამავდროულად, მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც ჩაიტარებენ ტესტირებას, სამი დღის განმავლობაში იყვნენ შეზღუდულ რეჟიმში, ვიდრე საბოლოო პასუხი მიუვათ. ხოფას ბაზრობა არ გაიხსება, ვიდრე ტესტირება არ დასრულდება.

იუსტიციის სახლში თანამშრომელთა ნიმუშის კვლევის შედეგად ყველას პასუხი უარყოფითია და ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურშიც ტესტირება ჩატარდება, რადგან იქ მცირე კონტიგენტია“, - განაცხადა შავიშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურში მოხდება კონტაქტების კვლევა, რადგან თანამშრომლები ცვლაში მუშაობდნენ და ერთმანეთან კვეთა არ ჰქონდათ, ასევე, პედაგოგის ინფიცირების წყარო დგინდება.

თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო

"კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია" - მარინა ეზუგბაია ეპიდვითარებაზე

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა იკრძალება