ავტორი:

"ჯაბა 28-ე წელშია, მაგრამ მისი განვითარება 2-3 წლის ადამიანის დონეზეა... ამასაც არ ველოდით" - ოჯახს, რომელიც 200 ტაძრის მოლოცვას აპირებს, დახმარება ესაჭიროება

"ჯაბა 28-ე წელშია, მაგრამ მისი განვითარება 2-3 წლის ადამიანის დონეზეა... ამასაც არ ველოდით" - ოჯახს, რომელიც 200 ტაძრის მოლოცვას აპირებს, დახმარება ესაჭიროება

ცოტა ხნის წინ მურცხვალაძეების ოჯახის პილიგრიმობის შესახებ ვწერდით. ოჯახის სამი წევრი - მამა, დედა და შვილი შშმ პირია. როგორც გოგიტა მურცხვალაძემ, წინა ჯერზე, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გადაწყვეტილი აქვთ, საქართველოს მაშტაბით 200-მდე ეკლესია-მონასტრი მოილოცონ, რაზეც მეუფე დიმიტრისა და პატრიარქისგან კურთხევა აქვთ მიღებული.

"ჩვენი პილიგრიმობა არა მარტო ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული, არამედ ყველა იმ შშმ ბავშვის, რომლებსაც ღვთის შეწევნა სჭირდებათ, ასევე ემსახურება საქართველოს გამთლიანებას, ქვეყნად მშვიდობის დამკვიდრებას. ამიტომ, ყველგან, სადაც მივდივართ, ერთ სანთელს იმ ადამიანებს ვუნთებთ, ვინც ამ საქმეში ფინანსურად გვეხმარება" - გვეუბნება ბატონი გოგიტა.

მურცვალაძეებმა წელს, ივლისში დაიწყეს წმინდა ადგილების მოლოცვა და უკვე 20-მდე ეკლესია-მონასტერი მოიარეს. იყვნენ აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში. ახალ წლამდე ზემო სვანეთისა და ზემო იმერეთის მოლოცვას გეგმავენ.

"მე, ჩემი მეუღლე და შვილი, სამივე შშმ პირი ვართ, მოლოცვა ოჯახის ავტომანქანით გადავწყვიტეთ, რომელიც მცირელიტრაჟიანია. მოგეხსენებათ, მანქანა საწვავის გარეშე ვერ გადაადგილდება. აჭარასა და სამეგრელოში გამგზავრება დაგვიფინანსეს, დაგვიფინანსეს გურია, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთიც. მორიგი მოლოცვისთვის, ღმერთის წყალობით, ალბათ გამოჩნდება კიდევ ვინმე მადლიანი, რომელიც კვლავ გვერდში დაგვიდგება...

საწვავთან ერთად, ავტომანქანას გათვალისიწნებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯი აქვს, ამას ჩვენი პენსია ვერ გასწვდება. ყოველთვის ერთი და იმავე კეთილი ადამიანის იმედად ვერ ვიქნებით. ამიტომ, მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თუკი მათთვის მნიშვბნელოვანია ლოცვა, თუნდაც მათ სახელზე, შეძლებისდაგვარად დახმარება გაგვიწიონ. ჩემთვის, ჩემი შვილისთვის ეს მომლოცველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რასაც მე და ჩემი მეუღლე ამ პილიგრიმობით ვაკეთებთ, ბავშვისთვის ეს მკურნალობის ტოლფასია," - აღნიშნავს გოგიტა მურცხვალაძე.

ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი

ამ ოჯახის ისტორია საქართველოში ბევრმა იცის, მათზე არაერთი სტატია, სიუჟეტი მოზადებულა.

შეგახსენებთ, რომ ბატონი გოგიტას ვაჟს, ჯაბა მურცხვალაძეს, როგორც მამა ამბობს, მშობიარობის შემდგომი ტრავმა აქვს მიღებული და მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია.

"დაბადებიდან მესამე დღეს, შეხვევისას მაგიდზე ხელიდან გაუვარდათ. იაშვილის კლინიკაში პირველ და მესამე ოპერაციაზე მძიმე ქირურგიული შეცდომები დაუშვეს, შეცდომები მკურნალობის პროცესშიც მოხდა.

ცაგერი ,წმ. მაქსიმეს ეკლესია.

ღვთის წყალობით, ჯაბა გადარჩა. შემდეგ მოულოდნელი, სასიხარულო და ენით აუწერელი ბედნიერება გვეწვია, 2000 წლის გაზაფხულზე სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, წმინდა ბერი გაბრიელის საფლავზე ფეხი 8 წლის ასაკში აიდგა. მანამდე სრულად უმოძრაო იყო. 2006 წელს ჯაბასთან ერთად, ბათუმამდე ფეხით ვიარე. ბავშვი ეტლში იჯდა. დღეში ფეხით 300-400 მეტრზე მეტის გავლა არ შეუძლია. ამიტომ, სპეციალური ეტლი მოგვიტანეს და ის გრძელი გზა 12 დღეში დავფარეთ," - იხსენებს ბატონი გოგიტა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს, "ჰიდროცეფალიის მქონე ადამიანები უნარშეზღუდულები არიან, ასეთ ბავშვებთან დედაც კი ვერ შედის კონტაქტში. ჩემს შვილს ცნობადობა მოუვიდა და თანდათან ემატება. რაღაცების აღქმის და განსხვავების უნარი აქვს... ჯაბა 28-ე წელიწადშია, მაგრამ მისი განვითარება 2-3 წლის ასაკის ადამიანის დოენზეა. ამასაც არ ველოდით მაგრამ, ჩვენს ცხოვრებაში, როგორც უკვე ვთვქი, 2000 წელს სასწაული მოხდა, ამან დიდი ცვლილება გამოიწვა... ამასთან, რწმენაში გაგვაძლიერა და იმედი ჩაგვისახა," - აღნიშნავს რესპონდენტი.

რაჭა,ბარაკონი

მისივე თქმით, ჯაბას ასეთი ჩვევაც ჰქონია, ეკლესიაში ფეხსაცმლით არასდროს შედის, ფეხზე იხდის და ამას თავისით აკეთებს, მიდის ანალოგიასთან, ემთხვევა და ყველა ხატს მიეახლება.

"იმ პერიოდში მისი თვალები უნდა ნახოთ, როგორი მეტყველი ხდება. თუ ტაძარში გალობის ხმაც ესმის, ყურადღებით უსმენს... ჩემთვის როგორც მშობლისთვის, შესამჩნევია მისი სულიერი და ფიზიკური ზრდა, წინსვლა... ამიტომ, ყველა მორწმუნის მიმართ თხოვნა მაქვს, დახმარება გაგვიწიონ".

- იმ შთაბეჭდილებების შესახებაც გვიამბეთ, რაც ბოლო მოლოცვამ დაგიტოვათ...

- ბოლო მოლოცვისას გურიის სხვადასხვა ეკლესიამ გაგვაოცა, მაგრამ ჯიხეთის დედათა მონასტერს განსაკუთრებულად გამოვყოფდი. საოცარი ადგილია, იქ ყველა უნდა ავიდეს, ნამდვილი სამოთხეა. გარდა ამისა, რაჭა-ლეჩხუმ-სავანეთსაც უნდა ეწვიონ. ლეჩხუმიდან ვარ და გამორჩეული იყო ჩვენი ცაგერში ჩასვლა, ღვთისმოშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვაზე ყოფნა, იქვე მეზობელ სოფელში წმინდა მაქსიმეს ეკლესიასაც ვეწვიეთ, სადაც ფეხით იყო მსვლელობა-ლიტანიობა. ისეთი ემოციები განვიცადეთ, სიხარულის ცრემლები მოგვადგა. მეუფემ დაგვლოცა ყველა და მათ შორის, ჩემი შვილიც. რაჭაში 28 აგვისტოს ვიყავით, ბარაკონი და ნიკორწმინდა მოვილოცეთ...

რაჭა, ნიკორწმინდა.

ყველაფერთან ერთად, ჩვენი პილიგრიმობით მინდა, დავაინტერესო ქართული თუ უცხოური არხები. ნურავის ეწყინება, მაგრამ შშმ ბავშვები ღვთის ანაბარა არიან. ღვთის იმედსა და წყალობაზე მინდობილი, რაც გულდასაწყვეტია. ამ არჩენებმა და კოვიდმა ისინი კიდევ უფრო მიღმა დატოვა. მე საქველმოქმედო ფონდიც მაქვს - "ღვთის შვილები" და ფონდი "ხომლი". ამ ფონდის პატარები, კონკრეტულად შშმ პირები უმძიმესი კატეგორიას მიეკუთვნებიან, რადგანაც უუნაროები არიან.

მათ მხარდაჭერა უნდათ, რადგან ამის იქით მათი განაჩენი სამწუხაროდ, ფატალური შედეგია. ამიტომაცაა, რომ ამ სიტუაციაში ჩვენთვის ერთადერთი იმედი ღვთის შეწევნა და წყალობაა... სწორედ ამ რწმენამ გამაძლიერა ჩემს პრობლემებთან ბრძოლაში და ეკლესიური ქმედება დავიწყე და ღვთის იმედით კიდევ ველი ბავშვზე სასიკეთო ცვლილებებს.

როგორც გითხარით, ამ წელიწადში ზემო სვანეთი და ზემო იმერეთი დაგვრჩა. ზემო სვანეთში შეიძლება ვერ მოვასწროთ კლიმატიდან გამომდინარე, როგორი ამინდები წავა, ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ზემო იმერეთის ეკლესიებს აუცილებლად ვესტუმრებით, რადგან გაისად აღმოსავლეთ საქართველოში გვინდა გადმოსვლა. ღმერთმა ამრავლოს და ძალიან ბევრი ძველი ეკლესია მონასტერია იქ, სადაც დიდი მადლია დავანებული. თავიდანვე ძველ ეკლესია-მონასტრებზე გავამახვილე ყურადღება.

ზუგდიდი, ვლაქერნობა

- სულ ბოლოს რას ეტყვით ჩვენს მკითხველს.

- კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო და დავარწმუნო კეთილშობილი და ქვემოქმედი ხალხი, რომ ყველა ეკლესია-მონასტერში თავს ვალდებულად ვთვლი, ასეც უნდა იყოს, რომ მათთვის ვილოცო და ვლოცულობ. მათი წყალობით, ჩვენს ანგარიშზე თანხა შემოდის, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა რეგიონი მოვილოცოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას, რომ შესაძლებლობის მიხედვით ფინანური დახმარება გაგვიწიონ. მხოლოდ თანადგომით შევძლებთ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607 თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია