ავტორი:

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

„ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წელს მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის კურთხევით დაგვირგვინდა - გვეუბნება შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე, რომელმაც თავის შშმ მეუღლესთან და შვილთან ერთად, პილიგრიმობა გადაწყვიტა „საქართველოში უნდა მოვიაროთ ყველა ძველი ეკლესია-მონასტერი - წელს - 60-65 ეკლესია, გაისად კი 200-მდე ტაძარი უნდა მოვილოცოთ. ჩვენი პილიგრიმობა არა მარტო ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული, არამედ ყველა იმ შშმ ბავშვის, რომლებსაც ღვთის შესწევნა სჭირდებათ, ასევე საქართველოს გამთლიანებას, ქვეყნად მშვიდობას ემსახურება. ამასთან, ყველა ეკლესიაში ერთ სანთელს იმ ადამიანებს ვუნთებ, ვინც ამ საქმეში ფინანსურად გვეხმარება... ვიყავით აჭარაში, მოვილოცეთ ყველა ძველი ეკლესია-მონასტერი, სალოცავი, ასევე სამეგრელოში ვლაქერნობაზეც გახლდით, ვეწვიეთ ხობის მონატერს, სამეგრელოში ორი მონასტრის მოლოცვაღა დაგვრჩა. შემდგომ გურია-იმერეთი უნდა მოვიაროთ. ასე რომ, ადამიანების, მოწრმუნეების მხარდაჭრა ჯერ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გვჭირდება“ - გვეუბნება ბატონი გოგიტა და განმარტავს, თუ რაში მდგომარეობს ეს მხარდაჭერა: „იმის გამო, რომ მე, ჩემი მეუღლე და შვილი სამივე შშმ პირი ვართ, მოლოცვა ოჯახის ავტომანქანით გადავწყვიტეთ, რომელიც მცირელიტრაჟიანია. მოგეხსენებათ, მანქანა საწვავის გარეშე ვერ გადაადგილდება, ამ საქმეს მინიმუმ ერთი ტონა საწვავი სჭირდება - დაანაგარიშებული მაქვს. აჭარასა და სამეგრელოში გამგზავრება დაგვიფინანსეს, მორიგი მოლოცვისთვის, ღმერთის წყალობით, გამოჩნდება ვინმე მადლიანი, რომელიც კვლავ გვერდში დაგვიდგება... საწვავთან ერთად, შეიძლება ავტომანქანას გათვალისიწნებული თუ გაუთვალისიწნებელი ხარჯები დასჭირდეს. ამას ჩვენი პენსია ვერ გასწვდევა. ყოველთვის ერთი და იმავე კეთილი ადამიანის იმედად ვერ ვიქნები, ამიტომ, მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თუკი მათთვის მნიშვბნელოვანია ლოცვა, თუნდაც მათ სახელზე, შეძლებისდაგვარად დახმარება გაგვიწიონ. ჩემთვის, ჩემი შვილისთვის ეს მომლოცველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რასაც მე და ჩემი ცოლი ამ პილიგრიმობით ვაკეთებთ, ბავშვისთვის ეს ოპერაციისა და მკურნალობის ტოლფასია“ - აღნიშნავს რესპონდენტი.

მურცხვალაძეების ისტორიას მკითხველთა უმეტესობა იცნობს, რადგან მათზე არაერთი სიუჟეტი თუ სტატია მოზადებულა.

შეგახსენებთ, რომ ბატონი გოგიტას ვაჟს, ჯაბა მურცხვალაძეს, როგორც მამა ამბობს, მშობარობის შემდგომი ტრავმა აქვს მიღებული და მისი დიაგნოზია ჰიდროცეფალია. დაბადებიდან მესამე დღეს, შეხვევისას მაგიდზე ხელიდან გაუვარდათ. იაშვილის კლინიკაში პირველ და მესამე ოპერაციაზე მძიმე ქირურგიული შეცდომები იქნა დაშვებული და არამარტო ოპერაციაში, შემდგომ - მკურნალობისას.

„ღვთის წყალობით და ნებით, ჩემი შვილი გადარჩა. შემდეგ მოულოდნელი, სასიხარულო და ენით აუწერელი ბედნიერება გვეწვია, - 2000 წლის გაზაფხულზე სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში წმინდა ბერი გაბრიელის საფლავზე ფეხი 8 წლის ასაკში აიდგა. მანამდე სრულად უმოძრაო იყო. 2006 წელს ჯაბასთან ერთად ფეხით გვიარე გზა ბათუმამდე. ბავშვი ეტლში იჯდა. დღეში ფეხით 300-400 მეტრის გავლაზე მეტი არ შეუძლია. ბათუმამდე რადგან დიდი გზა იყო და იმ მანძილს ფეხით ვერ გაივლიდა, ამისთვის სპეციალური ეტლი მოგვიტანეს, რომლითაც მე და ჩემმა შვილმა გზა იოლად, 12 დღეში დავფარეთ,“ - გვეუბნება ბატონი გოგიტა და საუბარს ასე განაგრძობს, „ჰიდროცეფალიის მქონე ადამიანები ქმედუუნარო, უნარშზღუდულები არიან, დედაცაკი ვერ შედის ასეთ ბავშვებთან კონტაქტში. ჩემს შვილს ცნობადობა მოუვიდა და თანდათან ემატება. დედის, მამის, დედმამიშვილისა და კიდევ რაღაცების აღქმის და გასხვავების უნარი აქვს. 5 წლის წინ კიბეზე თავისით ასვლა-ჩამოსვლა დამოუკიდებლად ისწავა. მართალია, 28-ე წელიწადშია, მაგრამ მისი განვითარება ჯერ 2-3 წლის ასაკის ადამიანის დონზეა.

მაგრამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში 2000 წელს მოხდა, ამან დიდი ცვლილება გამოიწვა, რწმენაში გაგვაძლიერა და იმედი ჩაგვისახა“ - აღნიშნავს მამა.

„ჯაბას ასეთი ჩვევა აქვს, ეკლესიაში ფეხსაცმლით არასდროს შედის, ოღონდ, ამას არავინ ავალებს, თავის რწმენით აკეთებს, მიდის ანალოგიასთან, ემთხვევა, ყველა ხატს მიეახლება. იმ პერიოდში მისი თვალები უნდა ნახოთ როგორი მეტყველი ხდება. ჩემთვის როგორც მშობლისთვის, შესამჩნევია მისი სულერი და ფიზიკური ზრდა, წინსვლა... ამიტომ, ყველა მორწმუნის მიმართ თხოვნა მაქვს, დახმარება გაგვიწიონ. პატრიარქისგან კურთხევა გვაქვს, ასევე მეუფე დიმიტრისგან და ოჯახის მოძღვრისგან, მამა არჩილ ჩხარტიშვილისგან.

საქველმოქმედო ფონდი „ხომლი“ ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცნობილი ინფექციონისტი დაქორწინდა (ფოტო)

"148 ინფიცირებულიდან 38-ს პნევმონია აქვს... ადგილებიც აღარ გვაქვს" - ბათუმის  რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი