ავტორი:

"ლელა არის კარგად ამჟამად, ყელი ტკიოდა ძალიან… იკეთებს ინგალაციებს..." - კახა მამულაშვილი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ლელა არის კარგად ამჟამად, ყელი ტკიოდა ძალიან… იკეთებს ინგალაციებს..." - კახა მამულაშვილი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პროდუსერი კახა მამულაშვილი, მეუღლის, მომღერალ ლელა წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" მორიგ პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკაში მკურნალობს.

"მეგობრებო, 7 საათის წინ დავდე ეს ავადმყოფური ნიუსი, რო არ გენერვიულათ. მინდოდა მეორე დამეწერა, მაგრამ იმის მერე ვპასუხობ ზარებს, მესიჯებს, არ ჩერდება ეს ტელეფონი და იმიტომ ვპასუხობ ყველას შეძლებისდაგვარად, რომ არ აყვეთ ამ ავადმყოფებს… ყველაზე დიდი აცრა ამათ სიბინძურეებზე გვაქვს გაკეთებული.

ლელა არის კარგად ამჟამად, ყელი ტკიოდა ძალიან… იკეთებს ინგალაციებს ამ ყელის გამო...

ზუსტად ამათ, ამ საჯდომიდან გაკეთებულებზე, სხვა რა ვუწოდო არც ვიცი, ზუსტად ამ კასტაზე უნდა იყოს ვაქცინა, თორე ყველაფერს ეშველება….

ყველას დიდი მადლობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც კოვიდით წვანან სავაადმყოფოებში და იქიდან ამხნევებენ ლელას… ყველაზე კარგად ვიქნებით, რომ ამ ბოროტებს ვაჯობოთ… ესააა მაგათი წამალი.

ყველას ჯამრთელობას გისურვებთ… გვიყვარხართ", - წერს მამულაშვილი.

ასევე ნახეთ: