ავტორი:

"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

"აიცერით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ თავი... ჩვენც გვყავს ოჯახები" - კახა მამულაშვილი ლელა წურწუმიას კონცერტის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება, რომელიც ბათუმში გამართულ ხალხმრავალ კონცერტს მოჰყვა.

მამულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ. პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…..ზაფხული იმუშავეთო ღია სივრცეებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე, (შოუბიზნესს ვგულისხმობ). მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.

ეხლა ისევ გახსნეს, აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო, ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რო ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯამრთელობასო.

რაც მთავარია, წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი, იმიტომ რომ გვემუშავა და დღეს ხელს იშვერთ ზოგზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე???

არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე, რეგიონებში, რესტორნებში. ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი. ბოდიში, ეს მე უნდა დავარეგულირო? დავიწყო მეც ლანძღვა გინება?

მოდით, ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას….არ გინდათ აიცრათ…. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ, მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ, ესე არ გამოვა.

ვინმეს თუ გონია რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით და ამიტომ ავიცერი. აიცერიიიით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…ჩვენი პროფესიააა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ. თქვენ ხო მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს? შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე. ყველას ჯამრთელობას გისურვებთ", - წერს კახა მამულაშვილი.

ცნობისთვის, ლელა წურწუმიამ ბათუმის ბულვარში ხალხმრავალი კონცერტი გამართა, ვიდეოს ამსახველი კადრები კი თავად მომღერალმა და ასევე, კახა მამულაშვილმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. კადრებიდან ჩანდა, რომ მაყურებლებიდან დისტანციას არავინ იცავდა. ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე კი აღნიშნულს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე: რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა