ავტორი:

"ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას..." - რას გეგმავს პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში?

"ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას..." - რას გეგმავს პაატა ბურჭულაძე წალენჯიხაში?

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იზიარებს პაატა ბურჭულაძე და ამბობს, რომ წალენჯიხაში ფონდ "იავნანას" ადგილობრივ ორგანიზაციას დააფუძვნებს.

ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ "იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება" - წერს ბურჭულაძე.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს. მანვე ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.

"ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად", - აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძეს წალენჯიხაში ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც მიყვება.