ავტორი:

მამუკა ხაზარაძეს წალენჯიხაში თემურ ჭყონიაც მიჰყვება - რა მისწერა ჭყონიამ "ლელოს" ლიდერს

მამუკა ხაზარაძეს წალენჯიხაში თემურ ჭყონიაც მიჰყვება - რა მისწერა ჭყონიამ "ლელოს" ლიდერს

პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ბიზნესმენ თემურ ჭყონიასგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ ჭყონია ხაზარაძეს წალინჯიხაში მიჰყვება.

"დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა

"მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ"

მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ", - წერს ხაზარაძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებას აპირებს. მანვე ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.

"ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად", - აღნიშნა ხაზარაძემ.