ავტორი:

"მესამე დღეა, რაც მამა აპარატზეა შეერთებული" - როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"მესამე დღეა, რაც მამა აპარატზეა შეერთებული" -  როგორია თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ორი კვირაზე მეტია, რაც გართულებულ კოვიდ 19-ს ებრძვის. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. დაბალი სატურაციის ფონზე მდგომარეობა მალე გაუარესდა და როგორც პოლიტიკოსის შვილმა ზაზა მეჭიაურმა გვითხრა, სასუნთქ აპარატზე გადაიყვანეს.

ზაზა მეჭიაური:

"მესამე დღეა, რაც მამა აპარატზეა შეერთებული, დაძინებულ მდგომარეობაშია. სატურაცია 90-91 აქვს. ანალიზებში ცვლილებები აქვს, რამაც გამოიწვია აპარატზე გადაყვანა. გუშინ ეს ანალიზებიც ცოტა შეიცვალა, მეტი სიახლე არაფერია. უამრავი ადამიანი მწერს და მირეკავს, ფიზიკურად ვერ ვცემ ყველას პასუხს".

ერთი კვირის წინ ზაზა მეჭიაური ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მამას არ სურდა კლინიკაში გადაყვანა და მხოლოდ მას შემდეგ დათახმდათ, რაც სუნთქვა გაუჭირდა და მდგომარეობა დამძიმდა. იხილეთ ინტერვიუ