ავტორი:

"ქართული ოცნება“ გახდა გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი" - ნიკა გვარამია

"ქართული ოცნება“ გახდა გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი" - ნიკა გვარამია

"ქართული ოცნება“ გახდა გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი, აქ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. "ქართული ოცნება“ გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც, რაც ნამდვილად არცერთ ხელისუფლებას არ მოსვლია. ისინი ყოფილან გაბრაზებულები, მაგრამ საჯაროდ დამცინავები არასდროს ყოფილან, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, თუ როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი და მოლოდინი ჰქონია, რომ მის წერილს წაიკითხავენ, რაც სასაცილოა.

"რასაც ახლა ვუყურებთ, ხელისუფლება მისულია დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ ან ეზიზღები, დეგრადაციის ბოლო საფეხურია, როდესაც დაგცინიან და მოდური ხდება შენი ქილიკი. მაგიური ქართული სიტყვაა "გოიმობა“, ქართული ოცნება გახდა "გოიმობა“, მისი დაცინვა არის ტრენდი, აქ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. "ქართული ოცნება“ გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც, რაც ნამდვილად არცერთ ხელისუფლებას არ მოსვლია, ისინი ყოფილან გაბრაზებულები, მაგრამ საჯაროდ დამცინავები არასდროს ყოფილან. საერთაშორისო აქტორები ამბობენ თქვენს წერილებსაც კი არ ვკითხულობთ, თქვენს ნათქვამსაც არ ვუსმენთ, რადგან არაფრად არ მიგვაჩნიხართ და სამარცხვინოა რასაც აკეთებთო, რაც ნამდვილად ასეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი, ამათ დასცინებენ, აბა რას იზამენ? სხვა რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ, ღარიბაშვილს ჰგონია მის წერილს წაიკითხავს ფონ დერ ლაიენი, ეს ხომ სასაცილოა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ასევე იხილეთ: