ავტორი:

"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია

"როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა" - გვარამია

მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, - ასე აფასებს "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მისი საქმის ყოფილი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი ოჯახის "ბულინგი" არ წყდება, თუმცა "კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე“.

"მან განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება "ბულინგი" მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, არ არსებობს თეორიული მიზეზიც კი მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედებისა. გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ან ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მოვითხოვ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეწყდეს. კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე, მაგრამ მე არ მინდა მას ვგავდე და კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას. მინდა მივესალმო ჩემი დიდი ოჯახის "მთავარი არხის“ წევრებს, მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ რეკორდული საოცრება, რომელიც ამ არხმა ჩემი მონაწილეობით შეძლო, ნამდვილად მოხსნილია. ის, რაც ამ 2 თვის განმავლობაში მოხდა, არხის შენარჩუნება ამ ვითარებაში გაცილებით დიდი მიღწევაა, რაც თავის დროზე შევძელით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.