ავტორი:

"ოპოზიციურ" ტელევიზიებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ, სუს-ს - ირაკლი ალასანია აპირებს დაბრუნებასო..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"ოპოზიციურ" ტელევიზიებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ, სუს-ს - ირაკლი ალასანია აპირებს დაბრუნებასო..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მეუღლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ახალ ფოტოს აქვეყნებს და წერს იმ მოარულ ხმებზე, რომლებიც, მისი თქმით, ალასანიას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვრცელდება.

ფანჯიკიძის თქმით, ექსმინისტრი სამშობლოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

"მეგობარმა დამირეკა, "ოპოზიციურ" ტვ-ებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ სუს - ს, ალასანია აპირებს დაბრუნებასო და მოემზადე, ისეთი აფოფრილები არიან, არაფერი იხუმრო და არაფერი შეგეშალოს, მოგაჭამენ თავსო, ხოდა ჯერ ერთი რომ ამ ეტაპზე არ ვარ კაისაჭმელი, საკმაოდ გავხდი და მეორეც ერთი, არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ, თუ გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა.

პ.ს. რადგან სიტყვამ მოიტანა, დავამატებ ახალ ფოტოსაც. ხოდა, კი არ ვამტყუნებ, რომ არ ავიწყდებათ", - წერს ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში".

იხილეთ ასევე: