ავტორი:

"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე

"ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ" - გიორგი გურგულია სასამართლოზე, შვილის ციხეში ყოფნის პერიოდსა და ოჯახზე

მსახიობი გიორგი გურგულია, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა, ცოტა ხნის წინ გამართლდა. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მან ცოლს შეაგინა, ფიზიკური შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია.

მასთან ინტერვიუც ამ თემით დაიწყო:

- სამ რამეს მედავებოდნენ: შეგინებას, მუქარას და ტელეფონის გამორთმევას. ტელეფონი იმიტომ გამოვართვი, რომ ადრე ტყუილად ჰქონდა პოლიციაში დარეკილი. რომ მოვიდნენ, გაკვირვებული დარჩნენ, ბავშვი მეხუტებოდა, მამა არ წახვიდეო. როცა მამა აგრესიულია, ბავშვი, არ წახვიდეო, არ ეუბნება... გაერიდეთო, მითხრეს, რომ თქვას, ხელი დამარტყაო, უნდა წაგიყვანოთო. მაშინ ასე გამოვერიდე. მეორედაც რომ რეკავდა, ვუთხარი, ტყუილად მოვა ეკიპაჟი და უხერხულობაში ჩავარდები-მეთქი, ჰოდა, ტელეფონი გამოვართვი, დილით დაგიბრუნებ, სხვა აზრზე იქნები-მეთქი. მეზობლისგან მაინც დაურეკავს და გამოვიდა, რომ წავართვი. მეორე დღეს კი იხვეწებოდა, უკან მომეცით განცხადებაო, მაგრამ... ბოლოს პროცესზე მოვიდა და თქვა, არ ვიძლევი ჩემი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებასო... დღევანდელ სასამართლოს ვერც შევადარებ სააკაშვილის დროინდელს. მაშინ რასაც პროკურატურა ეტყოდა, ბრმად იღებდა სასამართლო. ახლა ნამდვილად არსებობს სასამართლო და შეუძლია მსჯელობის შედეგად პროკურატურისგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს... პროკურატურის წარმომადგენლებმა, 96% მამაკაცების გამამტყუნებელი განაჩენი გამოდისო. მგონი ახლა რაღაც ტენდენცია დაიწყო - ჯონი დეპი ამერიკაში გაამართლეს, აქ - მე და ბასილაშვილი... როცა ეს პროცესი მქონდა, მოვარდა ზოგიერთი არხი და გახარებულები მიკიოდნენ, ხელი დაარტყითო?! უნდოდათ ჩემგან მონსტრი შეექმნათ. ახლა, რომ გამამართლეს, ყველა გაჩუმებულია.

- ხშირად ისმის საყვედური, სასამართლოში სააკაშვილის დროინდელი ხალხი ტრიალებსო...

- შეიძლება იგივე ხალხი ტრიალებს, მაგრამ ის წინა სასამართლო წარმოუდგენელი იყო. ჩემი შვილი დააკავეს, სინამდვილეში კი მე მებრძოდნენ და ის ჰყავდათ პაატასავით. შეუცვივდნენ სახლში, ჩაუდეს "სუბოტექსი"... კინაღამ მომიკლეს შვილი. 12 წელი მიუსაჯეს და ერთ დღეს არ უკლებდნენ. როცა 2012 წელს მთავრობა შეიცვალა, პოლიტიკური მუხლით გავიდა. ყველა მიხვდა, რომ ჩემ გამო იყო დაჭერილი.

- როგორც ვიცი, ეს პირველი ქორწინება და განქორწინება არ ყოფილა, მაგრამ მოძალადის იარლიყის მიკერების საშიშროების წინაშე პირველად აღმოჩნდით. ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- გადასარევი. კონფლიქტი არავისთან მაქვს. შვილებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მთელი ცხოვრება სულ სხვებს ვიცავდი.

- რამდენჯერ იყავით დაქორწინებული?

- 4 ცოლი მყავდა, პირველ ორთან 10-10 წელი ვიცხოვრე, მესამესთან - 7 წელი, მეოთხესთან - 5. 19 წლისა დავქორწინდი. 20 წლის ვიყავი, პირველი შვილი რომ გამიჩნდა. 4 შვილი მყავს. დავითი, ლუკა, ანდრია და მარინოლა. 3 შვილიშვილიც მყავს. უფროსი, გიორგი გურგულია, უკვე 19 წლისაა. უმცროსი შვილიშვილი, იკა, და ჩემი შვილი მარინოლა თანატოლები არიან...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: