ავტორი:

ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია

ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები  და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია

ბოლო დროს ქართულ რეალობაში ხშირია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ყოფილ და ახლანდელ ქმრებს ძალადობაში ადანაშაულებენ. ამჯერად სამწლიანი ციხე მსახიობ გიორგი გურგულიას ემუქრება, რომელსაც მეოთხე მეუღლემ უჩივლა.

პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან ცოლს შეაგინა, ფიზიკური შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია.

„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ „რუსთავი 2“-თან.

ლარისა გიგაური გიორგი გურგულიას მეოთხე ცოლია და წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

"6 თვით არის პატარა ჩემს შვილზე. 29 წლის ხდება ახლა. მე აგვისტოში 50 წლის გავხდები. მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ვიყავი. მოვიდა, ადგილი არ იყო და უკან მიდიოდა, გარეთ ტაქსი ელოდებოდა. მე მეგობარს ვაცილებდი. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა, არსადო, მიპასუხა, ტაქსი გაუშვა და დარჩა. მას მერე ერთად მოვდივართ, უკვე წელიწადი ხდება...“ - ამბობდა ახალდაქორწინებული გურგულია ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში.

ლარისა გიგაურსა და გიორგი გურგულიას საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდა და მსახიობი ყოფილ მეუღლეს ბავშვის სანახავად აკითხავდა. ზაფხულში მორიგი სტუმრობისას წყვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც გურგულიამ ქალს ტელეფონი წაართვა და ლარისა გიგაურმა პატრული გამოიძახა.

30 ივლის დაკავებული მსახიობი 2 აგვისტოს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერით გამოუშვეს. როგორ მედიასთან საუბარში მსახიობი ამბობს, მას შემდეგ ყოფილი ცოლი ზღვიდანაც კი ჩამოიყვანა და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია. ყველაფერს კი მეუღლის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მეგობარს აბრალებს.

რაც შეეხება მსახიობის სხვა ცოლებს, გურგულია პირველად 19 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ნინო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ლუკა გურგულია შეეძინა.

ნინო ფერაძე

ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მეორედ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის დაზე, მხატვარ თამარ ფოცხიშვილზე იქორწინა. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თამარსაც დაშორდა. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს ერთი საერთო შვილი, ამჯერადაც ვაჟი შეეძინათ.

თამარ ფოცხიშვილი

მესამე ქორწინება ხათუნა სალუქვაძესთან სკანდალურად დასრულდა. შვიდწლიანი თანაცხოვრებისა და საერთო ვაჟის შეძენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს შორის იმდენად დაძაბული ურთიერთობა იყო, რომ დაშორების შემდეგ ქალმა თავი გადაიპარსა, მსახიობი კი დროებით მონასტერში წავიდა.

გია გურგულია და ხათუნა სალუქვაძე

"მართალია, მე და ხათუნა დავშორდით, მაგრამ ისევ ვმეგობრობთ. სამივე მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ სამივესთან შვილები მყავს. არ მესმის ისეთი ოჯახების, რომ შორდებიან და შვილს არ აჩვენებენ ერთმანეთს.“ - ამბობდა მოგვიანებით გურგულია ჟურნალისტთან ინტერვიუში.

მსახიობი წლების წინ "რეიტინგთან" ინტერვიუში მეუღლეებთან დაშორების მიზეზებს ასე ხსნის.

"პირველი ორი ქორწინება ერთი მიზეზით დაინგრა - სხვა ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შემიყვარდა. მე ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია, ერთ ქალთან ვიყო, მერე წავიდე და სხვა ქალთან დავწვე. მესამე ქორწინების დანგრევას სხვა მიზეზები ჰქონდა. ამერიკაში წავედი, მე და ხათუნას ურთიერთობა მაშინ დაგვეძაბა. ექვსი თვე არ ვიყავი თბილისში.

რომ ჩამოვედი, უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა. ჩემი და ხათუნას დაშორების მიზეზი სხვა ქალი არ ყოფილა. ნინოსაც და მეორე მეუღლესაც ათ წელიწადში დავშორდი. როგორც ჩანს, ათ წელიწადში ჩემს ცხოვრებაში გარდატეხის პერიოდი დგება.

მესამე ქორწინებისას მეშვიდე წელს დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ადამიანები ყოველ შვიდ წელიწადში იცვლებიან. სულ ვამბობ, როცა ადამიანი სახლში შედიხარ და მოციმციმე თვალებს ვეღარ ხედავ, უნდა წამოხვიდე. არის ოჯახები, რომლებიც ყველანაირ ბარიერს გადალახავენ და ბოლომდე ერთად რჩებიან. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ბოლო დროს საქართველოში ხშირად ინგრევა ოჯახები".

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლიზამ გადაუღო თავის ძმას და ჩვენს საოცარ ქეთის..." - ეკა ბესელია შვილის ნიშნობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე