ავტორი:

"ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია" - ქეთი მელუა დედა გახდა

"ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია" - ქეთი მელუა დედა გახდა

ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა დედა გახდა. სიახლის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ქეთი მელუა:

"ეს იყო საუკეთესო თვე. ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია, არც ასეთი ძლიერი დაღლა! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის და საოცარ პატივს ვცემ მარტოხელა დედებს. მაგრამ ეს ჩახუტება განსხვავებულია..."

ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. მომღერლის ორსულობის შესახებ ორი თვის წინ გახდა ცნობილი. მაშინ ექსკლუზიურად ambebi.ge-მ მომღერლის ბაბუასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქეთი მეორედ დაოჯახდა და მისი მეუღლე ნახევრად ქართველი გახლდათ.

„ქეთის ჰყავდა მეუღლე, რომელიც სპორტსმენი იყო, მაგრამ მას მალევე გაშორდა... ახლა გათხოვდა მეცნიერზე, რომელიც დოქტორია, ნახევრად ქართველი... სახელი და გვარი ვერ დავიწერე და ზეპირად აღარ მახსოვს. ოლივერი ქვია, ოლის ეძახიან... უცხოური სახელი და გვარი აქვს. მეორე ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა. ძალიან განათლებული ადამიანია... ჯერჯერობით ქეთის მეუღლე საქართველოში არ ყოფილა, თორემ პირველად ჩემთან მოვიდოდნენ, ქეთის მე გამორჩეულად ვუყვარვარ... ეს გასახარელი ამბავიც პირველად მე შემატყობინა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...“ - განაცხადა ამირან მელუამ ჩვენთან საუბრისას.

იხილეთ ასევე:

"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ