ავტორი:

"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ

"ეს ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა" - ქეთი მელუას მეორე ქმარი ნახევრად ქართველია: ოჯახის პირველი კომენტარი მომღერლის ორსულობის გამოცხადების შემდეგ

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეგავარსკვლავი ქეთი მელუა მალე დედა გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და უამრავი მილოცვა მოყვა.

როგორც ცნობილია, ქეთის პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. წერდნენ, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ოჯახი უარყოფდა.

რა ხდება ამჟამად ცნობილი მომღერლის ცხოვრებაში, ამის შესახებ ქეთის ბაბუა, ამირან მელუა გვესაუბრება, რომელსაც ქეთი პატარაობიდან განსაკუთრებით ემეგობრება:

- ქეთი ძალიან კარგად არის, ხშირად მირეკავს და აგვისტოში საქართველოში ჩამოდის... ყველაზე გასახარი ის არის, რომ უკვე შვიდი თვის ორსულია და ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა ეგ იყო, ქეთის შვილის დაბადებას მოვსწრებოდი.

- მისი მეუღლის შესახებ რას გვეტყვით?

- ქეთის ჰყავდა მეუღლე, რომელიც სპორტსმენი იყო, მაგრამ მას მალევე გაშორდა... ახლა გათხოვდა მეცნიერზე, რომელიც დოქტორია, ნახევრად ქართველი... სახელი და გვარი ვერ დავიწერე და ზეპირად აღარ მახსოვს. ოლივერი ქვია, ოლის ეძახიან... უცხოური სახელი და გვარი აქვს.

ქეთი მელუა მეუღლესთან ერთად

მეორე ქორწინება უფრო იღბლიანი გამოდგა. ძალიან განათლებული ადამიანია... ჯერჯერობით ქეთის მეუღლე საქართველოში არ ყოფილა, თორემ პირველად ჩემთან მოვიდოდნენ, ქეთის მე გამორჩეულად ვუყვარვარ... ეს გასახარელი ამბავიც პირველად მე შემატყობინა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

- ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?

- ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბიჭიც ძალიან გამეხარდებოდა და გოგოც, მაგრამ მგონი ბიჭია, როგორც ვხვდები.