ავტორი:

"მიშას ჯანმრთელობის ფონზე საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მიშას ჯანმრთელობის ფონზე საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მწვავე ხდება, რასაც ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია. "ნაციონალური მოძრაობა" (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა. პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს. ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება. აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან".

იხილეთ ასევე: