ავტორი:

ალბანეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია ლავასოღლი დააკავეს - რა ელის არაერთ დანაშაულში ბრალდებულს საქართველოში, სადაც მისი ექსტრადირება იგეგმება?

ალბანეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია ლავასოღლი დააკავეს - რა ელის არაერთ დანაშაულში ბრალდებულს საქართველოში, სადაც მისი ექსტრადირება იგეგმება?

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, საერთაშორისო ძებნილი, 42 წლის ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია ლავასოღლი (გორაძე) დააკავეს. ლავასოღლი ტირანაში უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალბანური მედია ავრცელებს.

ლავასოღლი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობაში, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის უნებართვოდ შენახვაში.

42 წლის ქართველი ალბანეთში მიმდინარე სპეციალური დაშიფრული საპოლიციო ოპერაცია Kryesori-ის ფარგლებში დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში ექსტრადიციის პროცედურა.

მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.

იხილეთ ასევე: