თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მისი ვინაობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ფაქტი ambebi.ge -ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები." - გვითხრეს უწყებაში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთის მიწისძვრას სულ საქართველოს სამი მოქალაქე ემხვერპლა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა, გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
ასევე იხილეთ: