ავტორი:

"სოხუმის ომს გადაურჩა და სტიქიამ არ დაინდო...." - რას წერენ თურქეთში, მიწისძვრისას დაღუპულ კიდევ ერთ ქართველზე

"სოხუმის ომს გადაურჩა და სტიქიამ არ დაინდო...." - რას წერენ თურქეთში, მიწისძვრისას დაღუპულ კიდევ ერთ ქართველზე

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ია ჭკადუა ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.

"სოხუმის ომს გადაურჩა და სტიქიამ არ დაინდო....

ია, როგორ მტკივა გული. ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავშვობიდან დაწყებული გულის დარდები, ჩემო საწყალო გოგო. ახლა გაგეხსნა ბედი, გიხაროდა, რომ გაგიმართლა ბედმა და რა მოკლე ყოფილა ყველაფერი. მენანები ამ ტრაგედიისთვის. საქართველოს მიწა მაინც გერგოს... ისე ძაალიან ნატრობდი საქართველოში ჩამოსვლას. ღმერთმა ჩაგიბაროს, უბედურ დღეზე გაჩენილო", - წერს ირა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად სენაკელი ქალი ნანი ზარანდია დაიღუპა.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს.

ასევე იხილეთ: