ავტორი:

სად არის მელანია? - ქმრის სკანდალური ბრალდებების ფონზე, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი კამერებთან გამოჩნდა: რას წერს მედია

სად არის მელანია? - ქმრის სკანდალური ბრალდებების ფონზე, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი კამერებთან გამოჩნდა: რას წერს მედია

აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარშემო კვლავ სკანდალია. ტრამპი ნიუ იორკში, სასამართლოს წინაშე წარდგა. ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს, 34 პუნქტს მოიცავს. საქმეში ფიგურირებს ორი ქალი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ექსპრეზიდენტთან რომანი ჰქონდათ.

ასეთ დროს მედია განსაკუთრებით ინტერესდება, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის პოზიციით.

მელანია იშვიათად ჩნდება ჟურნალისტებთან, თუმცა დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ ის ქმარს ყოველთვის გვერდით უდგას და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს მელანიას უპირობო მხარდაჭერა აქვს.

აღსანიშნავია, რომ პაპარაცებმა მელანია ტრამპი ნახეს მას შემდეგ, რაც დონალდი სასამართლოში მივიდა. მელანია მაშინ აღბეჭდეს ფოტოებზე, როცა ფლორიდაში "ტრამპთაუერში" შედიოდა, როგორც გამოცემა Hola წერს, მედიას კომენტარზე უარი უთხრა.

"დეილი მეილი" კი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მართალია, მელანია დონალდთან ერთად არ მივიდა სასამართლოზე, მაგრამ ის უპირობოდ უჭერს მხარს ქმარს, ისევე, როგორც ოჯახის დანარჩენი წევრები. "მელანია ძლიერია, ის მხარს უჭერს ქმარს, როგორც ყოველთვის“, - ამბობს წყარო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის ნაწილია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი.