ავტორი:

"სურათი ამ წუთასაა გადაღებული... ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე

"სურათი ამ წუთასაა გადაღებული... ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე

სოციალურ ქსელში მსახიობისა და ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ის გარდაიცვალა. ჯაჭვლიანი ცოცხალია, ამის შესახებ Ambebi.ge-ს მსახიობის მეგობრებმა უთხრეს.

გარდა ამისა, ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე "ფეისბუქში" ჯაჭვლიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლორთქიფანიძე წერს, ფოტო ამ წუთას არის გადაღებული.

SOS!!! ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ...

ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი.

სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თადგომით", - წერს დავით ლორთქიფანიძე.