ავტორი:

"რა წესია, რა უბედურებაა, ადამიანი ცოცხალია და ნეკროლოგს უწერ... " - სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და მის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

"რა წესია, რა უბედურებაა, ადამიანი ცოცხალია და ნეკროლოგს უწერ... " - სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და მის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.

  • Ambebi.ge-ის ინფორმაციით, ეს ცნობა ყალბია. ჯაჭვლიანი ცოცხალია, ამის შესახებ მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა გვითხრეს.

"ტყუილია, ვიღაცებს გაუვრცელებიათ ფეისბუქში, რა წესია, რა უბედურებაა. ადამიანი ცოცხალია და ნეკროლოგს უწერ, რა უბედურებაა. ეს საქციელი საზოგადოების დაზაფვრას ემსახურება, იმასაც, რომ ბოროტება სულში უზით. სოსო მძიმე სენს ებრძვის, მადლობა ღმერთს, ცოცხალია და კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა.

გადაამოწმონ მაინც ინფორმაცია და ისე დაწერონ", - ამბობს Ambebi.ge-სთან სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, პოეტი ერეკლე საღლიანი.

ასევე, ჯაჭვლიანის მეგობარი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გვეუბნება, რომ ჯაჭვლიანი ცოცხალია და სახლში იმყოფება.