ავტორი:

"ტიტანის" ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა - ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახური ინფორმაციას ადასტურებს

"ტიტანის" ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა - ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახური ინფორმაციას ადასტურებს

"ტიტანის" ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახური ადასტურებს. მათი ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი.

ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

სანაპირო დაცვის ოლქის მეთაური, ჯონ მაუგერი ამბობს, რომ დისტანციურად მართულმა ტექნიკამ არქტიკიდან, ჩაძირული "ტიტანიკის" ერთ-ერთ ნაწილთან ახლოს წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" კუდის კონუსი დააფიქსირა. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.

ნახეთ ასევე: