ავტორი:

"ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის ეროზია არ მახსენდება... რაც შეეხება ბაჩიაშვილს, ეჭვგარეშეა, მისი ნიჭიერება და დასავლური განათლება" - გვარამია

"ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის ეროზია არ მახსენდება... რაც შეეხება ბაჩიაშვილს, ეჭვგარეშეა, მისი ნიჭიერება და დასავლური განათლება" - გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმიანება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქმეს და წერს:

"გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება. რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა. ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია. " - წერს გვარამია.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა..

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

წაიკითხეთ სრულად: