14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. აქამდე უცნობი იყო, კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ბიძა ილია ფერაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო დროს ძმისშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, მისი ინფორმაციით, მარიკუნას საქართველოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ.
ილია ფერაძე:
- ყველაფერი "ფეისბუქიდან" გავიგე, ერთი რამე რაც ვიცი, მარიკუნას ოთხშაბათს ჩამოასვენებენ. რა იქნება, პანაშვიდები, როგორ იქნება, არ ვიცი, სამწუხაროდ, ის ცალკე, თავისთვის ცხოვრობდა და ჩემს ოჯახთან არ ჰქონდა ურთიერთობა.
- და-ძმებთან ხომ ჰქონდა ურთიერთობა?
- ბიძინა გარკვეული მიზეზების გამო არ იყო საქართველოში, შორს მუშაობდა. დასთან არც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. როგორც ვიცი, ოთხშაბათს ჩამოასვენებენ. გულგახეთქილი ვარ, ჩემი ძმისშვილი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროს არ გვქონდა ურთიერთობა.
- დაოჯახებული იყო ხომ?
- მარიკუნა ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი მეუღლისგან გოგონა ჰყავს.
- მეუღლესთან ერთად იყო საბერძნეთში?
- არა, თავისი მეგობრის ოჯახის მიწვევით იყო.
- გარდაცვალების დეტალები თუ არის თქვენთვის ცნობილი?
- არაფერი ვიცი, ჩემო კარგო, იმის გარდა, რაც საჯაროდ იწერება.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ - ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
წაიკითხეთ ასევე: