ავტორი:

"თქვე არასწორებო, 2008 წლის ომის მერე, რატომ ერთხელ არ გამოსულხართ და არ გაგიპროტესტებიათ..." - რას წერს ზურა ხაჩიძე საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ პროტესტზე

"თქვე არასწორებო, 2008 წლის ომის მერე, რატომ ერთხელ არ გამოსულხართ და არ გაგიპროტესტებიათ..." - რას წერს ზურა ხაჩიძე საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ პროტესტზე

ბათუმში 31 ივლისს უკვე მეორედ შემოვიდა რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო გემი და როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ამ ფაქტს საზოგადიოების პროტესტი მოჰყვა. ეს თემა განხილვის საგანია როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

  • პროტესტს ეხმაურება მუსიკოსი და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე. მისი თქმით, დღეს ფაშისტებივით დევნიან ტურისტებს, როდესაც იგივე არ ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ

ზურა ხაჩიძე:

- კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ბათუმში აქციაზე იდგა. ახალგაზრდებზე არაფერს ვამბობ. ალბათ, მაშინ პატარები იყვნენ. თქვე არასწორებო 2008 წლის ომის მერე, რატომ ერთხელ არ გამოსულხართ და არ გაგიპროტესტებიათ რუსები? ან მაშინ რატომ ეპატიჟებოდით დიდი სიყვარულით და დღეს ფაშისტებივით დევნით ტურისტებს? (როგორც გერმანელი ჯარისკაცები ებრაელებს).

ეგ როგორ არის, უკრაინაა თქვენი სამშობლო? აი ზუსტად ამიტომ ხართ არასწორები… ბევრი ვაჟკაცი ჩააწვინეთ მიწაში: ანწუხელიძე, ონიანი, როინ შავაძე, შინდისის ვაჟკაცი ბიჭები. თქვენ კი საზღვარზე გარბოდით, ან ნაწილი მძღოლებად დასდევდით რუს გენერლებს! ყველაფერი გვახსოვს! ერთსაც ვიტყვით. მე და ჩემს ჯგუფს, ჩვენი კარიერის დაწყებიდანვე იმდენჯერ გვქონდა გადასვლის შანსი, ვერც კი წარმოიდგენთ! რამდენი და როგორი შემოთავაზებები იყო რუსეთიდან! (თქვენ ამას ნაკლებად დაიჯერებთ, მაგრამ ამის შემსწრე ბევრი ჩემი მეგობარი და პროდუსერია)

ჩემი სამშობლოსთვის არც ერთხელ მიღალატია და 2008 წელს, ომის დროს რეზერვისტადაც ჩავეწერე!

ასევე, ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ცხინვალის და სოხუმის საბრძოლო მოქმედებებში…(მოიხსენოს მათი ვაჟკაცი სული) ნუ გამოიყვანთ ხალხს წყობიდან, თორემ გაწევენ ხელისუფლებას და გადაგთელავენ.

თქვენი ფაშისტი,ნეო ლიბერალი დედა ვატირე… რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% პროცენტი სწორედ ნაც-ბოლშევიკების არასწორი მართველობის გამო", - წერს ზურა ხაჩიძე.