ავტორი:

"სააკაშვილის პარტაქტივისტები არ წყნარდებიან. მათში ჩანერგილი რუსეთისა და რუსების ზიზღის ბაცილა ცოცხალია" - რას წერს გრიგორი კარასინი

"სააკაშვილის პარტაქტივისტები არ წყნარდებიან. მათში ჩანერგილი რუსეთისა და რუსების ზიზღის ბაცილა ცოცხალია" - რას წერს გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოში რუსი ტურისტების საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების პროტესტს ეხმიანება.

კარასინი აცხადებს, რომ "სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან".

"სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. მათში ჩანერგილი რუსეთისა და რუსების ზიზღის ბაცილა ცოცხალია. ის ზოგჯერ სიკვდილის პირასაა, ზოგჯერ თავიდან ჩნდება. საკითხავია, რისი მიღწევა სურდათ მყვირალა-სააკაშვილებს ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენივე ლაინერით მივიდნენ? ვის უშლის ხელს რუსეთთან წყნარი ურთიერთობები?! პასუხი ცხადია, მაგრამ მაინც", - წერს "ტელეგრამის" არხზე" კარასინი.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი, Astoria Grande 31 ივლისს ბათუმში შემოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში ეს ბათუმში მისი ვიზიტის მეორე შემთხვევა იყო.

ლაინერი სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამსარა-სტამბული-სოჭის რეისს ასრულებს. ბათუმის პორტში ის 27 ივლისსაც იმყოფებოდა.

ლაინერის შემოსვლას საქართველოში პროტესტით დახვდნენ. ბათუმის პორტში შეიკრიბნენ სტუდენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციაზე მობილიზებული იყო პოლიცია. როტესტების დროს დააკავეს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში აღარ შემოვა, თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ის ორ რეისს შეასრულებდა, ლაინერმა ორივე მათგანი შეასრულა - ინფორმაციას РБК ავრცელებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე