ავტორი:

ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ

ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის"  33 წლის შემდეგ

1990 წელს Vogue-ის რედაქტორმა ლიზ ტილბერისმა პიტერ ლინდბერგს ჟურნალის ყდისთვის ახალი ფოტოს გადაღება დაავალა. ლინდბერგს, რომელიც თავისი მინიმალისტური ხედვით გამოირჩეოდა, სურდა შეექმნა მარტივი სურათი, რომელიც მოდელების ბუნებრივ სილამაზეს გამოავლენდა.

ფოტოსთვის იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ხუთი მოდელი შეარჩია - ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი. ჯინსებში გამოწყობილი მოდელები ნიუ-იორკის ქუჩებში უმაკიაჟოდ პოზირებდნენ.

"ყველაფერი ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე გავაკეთე, ფოტოს გადაღებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისტორიას ვქმნიდი“, - იხსენებდა ლინდბერგი წლების შემდეგ - "სილამაზე ყოველთვის ქერა ქალთან ან სექსუალურ შავგვრემანთან იყო დაკავშირებული, მე კი მსურდა, რომ ეს სტერეოტიპი დამერღვია.“

ფოტომ დიდი წარმატება მოიპოვა და ხელი შეუწყო 5 გოგონას, ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას - 90-იან წლებში მათ არაერთი მოდის ჟურნალის გარეკანი დაამშვენეს.

სამწუხაროდ, ა.წ. იანვარში, ამ თაობის ყველაზე იდუმალ მოდელად მიჩნეული, გერმანელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ამშვენებდა მსოფლიო პოდიუმებს. როგორც ამბობენ, მას არ იზიდავდა ხმაურიან ქალაქებში ცხოვრება, პარიზსა და ნიუ იორკს ამჯობინა, რომ კალიფორნიაში შეეძინა რანჩო და მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს ეცხოვრა. დაინტერესებული იყო გარემოსდაცვითი საკითხებით. ბოლოს პოდიუმზე 2019 წელს გამოჩნდა Etro-ს შოუზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.

...30 წლის შემდეგ

2023 წელს, იმ ლეგენდარული ფოტოსესიიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მოდელები კვლავ, ამჯერად ტატიანა პატიცის გარეშე გაერთიანდნენ და "ვოგის" სექტემბრის ნომრის ყდაზე კვლავ მათ იხილავს მკითხველი. პარალელურად კი მოდის ინდუსტრიაზეც ისაუბრეს.

"ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ერთმანეთზე ყოველთვის ვზრუნავდით“, - ამბობს გამოცემასთან სინდი კროუფორდი.

საუბარი რასიზმსაც შეეხო. ნაომი კემპბელის თქმით, მოდის ინდუსტრიაში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

"სხვა მოდელებს არაფრით ჩამოვუვარდებოდი, მეც სხვების მსგავსად ვიხარჯებოდი, თუმცა კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის ნაკლებს მიხდიდნენ“, - აღნიშნა მოდელმა.

  • ლინდა ევანგელისტა

სადაც არ უნდა გამოჩენილიყო მსოფლიო პოდიუმების ვარსკვლავი, მისთვის თვალის მოშორება შეუძლებელი იყო. Harper's Bazaar, Vogue, L'Officiel, Marie Claire - კარიერის განმავლობაში იგი 600-ზე მეტ გარეკანზე გამოჩნდა.

წლების გასვლასთან ერთად, ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა, კრისტი ტურლინგტონმა საბოლოოდ, ამა თუ იმ ხარისხით, შეინარჩუნეს ლამაზმანების სტატუსი, სამწუხაროდ, ლინდას შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ნარკოდამოკიდებულებამ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების პროვოცირება მოახდინა, რამაც განაპირობა ის, რომ ევანგელისტამ მოდელისთვის შესაფერისი სილამაზე დაკარგა.

"პოდიუმზე გამოსვლა ძალიან მიყვარდა, ახლა კი მეშინია, ქუჩაში ნაცნობს არ გადავეყარო“, - ამბობდა ლინდა და აგრძელებდა: "აღარ შემიძლია მიმალვასა და სირცხვილში ცხოვრება. უბრალოდ, აღარ მინდა ამ ტკივილით ვიცხოვრო".

"ყოველთვის აინტერესებთ, რატომ აღარ ვმუშაობ. მიზეზი ის არის, რომ საშინლად დამამახინჯა Zeltiq CoolSculpting-ის აპარატის ლიპოსაქციის პროცედურამ, რომლის ეფექტიც საპირისპირო იყო. ამან არა მხოლოდ კარიერა წამართვა, არამედ ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო და საკუთარი თავი შემაძულა“, - აღნიშნა სუპერმოდელმა ინტერვიუში. ლინდა "ვოგის" ფოტოებში შესანიშნავად გამოიყურება, როგორც ამბობენ, მის ფორმაში მოსაყვანად რამდენიმეთვიანი მუშაობა გახდა საჭირო.

იხილეთ ასევე: