ავტორი:

როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი

როდესაც ფოტოგრაფმა ხუთ გოგონას სურათი გადაუღო, არ იცოდა, რომ ისტორიას ქმნიდა - 90-იანების ყველაზე ლამაზი გოგონების ფოტოს ამბავი

როდესაც ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა 1989 წელს ნიუ-იორკში ხუთი მოდელი გოგონა გადაიღო, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ისინი ათწლეულის ყველაზე ცნობილი ლამაზმანები გახდებოდნენ. ეს გოგონები იყვნენ ნაომი ქემფბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი.

მოდელებს მოდის სამყაროში იცნობდნენ, თუმცა მსოფლიომ მათ შესახებ სწორედ ლინდბერგის ფოტოობიექტივის საშუალებით შეიტყო.

სურათი 1990 წელს ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე დაიბეჭდა. გოგონები პირდაპირ უყურებენ კამერას, ყველა მათგანი ზედმეტი მაკიაჟის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

სულ მალე მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა ხუთივე გოგონა სიმღერის Freedom კლიპში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

გერმანელი ლინდბერგი, რომლის კარიერა, დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პარიზში ცხოვრობდა და „ვოგისა“ და Harper’s Bazaar-ისთვის არაერთი ცნობილი ფოტო აქვს გადაღებული. ის, ასევე, თანამშრომლობდა დონა კარანთან, კელვინ კლაინთან, დიორთან...

2016 წელს ფოტოგრაფმა „ვოგის“ ფოტოს შესახებ „გარდიანთან“ ისაუბრა.

„წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს ისტორიული სურათი იქნებოდა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე გამოვიდა,“ - ამბობდა ლინდბერგი.

ფოტოგრაფი საზოგადოებისთვის უცნობ ქალებს არასოდეს იღებდა, თუმცა ცნობილი სუპერმოდელები მისი კამერის საშუალებით ჩვეულებრივ „მოკვდავებად“ გვევლინებოდნენ ფოტოებზე. ლინდბერგი უარს ამბობდა რეტუშზე.

„კოსმეტიკურმა კომპანიებმა ყველას ტვინი გამოურეცხეს. მე არაფრის რეტუშირებას არ ვაკეთებ. „კი მაგრამ, ის ფოტოზე დაღლილი ჩანს!“ - მეუბნებიან. მერე რა, თუ დაღლილია? დაღლილია და ლამაზი“.

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა