ავტორი:

"ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე: ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი" - რას წერს გია ხუხაშვილი

"ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე: ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი" - რას წერს გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთავარი არხის“ დირექტორ გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმაურება.

გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

გაბუნიამ ასევე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ ფიგურებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, მელიამ პოლიტიკური კაპიტალი გაფლანგა, ხაბეიშვილს კი - სერიოზულად არავინ აღიქვამს...

ამასთან დაკავშირებით ხუხაშვილი წერს:

"ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე: მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით. შესაბამისად, ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. ის რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი. წინ უნდა ვიყუროთ და თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურს, ან კლანურს, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ხვალ თუ იმედიც იგივეს გააკეთებს (იმდენი არ არის ჩემი მტერი), იმასაც მივესალმები…" - წერს ხუხაშვილი.

ასევე იხილეთ: