ავტორი:

"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და იქით ხაბეიშვილის მხარე - "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია

"აქეთ არის მელიას მხარე - "ვაი“ და  იქით ხაბეიშვილის მხარე -  "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“, არავის აქვს სურვილი "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს..." - გიორგი გაბუნია ამბობს, რომ "მთავარი არხი" "ნაცების" გავლენისგან თავისუფალია

"მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ნიკა გვარამია ციხეში დაიჭირეს და არხი, ფაქტობრივად, დახურვის პირას აღმოჩნდა.

დღეს გაბუნია ამბობს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და როდესაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, ისინი ამ სიახლეს ტაშით შეხვდნენ.

გაბუნიამ ასევე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ ფიგურებზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, მელიამ პოლიტიკური კაპიტალი გაფლანგა, ხაბეიშვილს კი - სერიოზულად არავინ აღიქვამს...

გიორგი გაბუნია:

"ნაცების" ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ ვამბობ, დიდი სიამაყით ვაცხადებ... თავისუფლების შესახებ ამ ადამიანებმა რომ გაიგეს, უბედნიერესები იყვნენ. პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, არ ხართ ვალდებულები ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით, რა არის საჭირო და სასარგებლო საზოგადოებისთვის, იმას გააშუქებთ - მეთქი, უნდა გენახათ ნიუსრუმში რა ტაში და ჟრიამული იყო, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები.

ხომ ყველა "ნაცებს" ეძახდა ამათ, მათ შორის "რუსთავი 2"-ში, ამ დროს ყველზე კარგად შენ იცი, როდესაც მუშაობ, მთელი სიმახინჯე ამ სისტემის, ისევე როგორც ახლა "იმედს" ხომ ვეძახით, რომ იქ "ქოცები" არიან და ემსახურებიან რუსულ მიმართულებას, ამ დროს მათ ყველაზე კარგად იციან, რა ხდება... იქაც იქნება აუცილებლად უამრავი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა, რომ ამ წნეხისგან გათავისუფლდეს.

ამ მოცემულობაში რაც "ნაცებს" სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე - "ვაი“ და აქეთ ხაბეშივილის მხარე - "ვუი“ და პარტია არის "ვაი-ვუი“ არანაირად არავის არ აქვს სურვილი, რომ "ვაი-ვუის" საქმე აკეთოს...

ვთვლი, რომ მელიას, როგორც დიდი პოლიტიკოსის საქმე იმ არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო დასრულებული და უბრალოდ, ის ვერ მიხვდა და ვერც ახლა ხვდება, რომ მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვერ შეასრულებს, ის კაპიტალი, რაც მან პატიმრობაში დააგროვა და შარლ მიშელის და ევროპის მცდელობით გამოუშვეს, გაფლანგა...

იგივე ხაბეიშვილის მხარე, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს. არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, არავინ აპირებს მისთვის ხმის მიცემას. კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია. მას არასერიოზულად აღიქვამენ, დასცინიან...

ხაბეიშვილს რაღაც "ვაუს“ გაკეთება სჭირდება, რის შემდეგაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში "ქურქუმალ ვაითს“ აღარ დაინახავს...“ - ამბობს გიორგი გაბუნია. წყარო