ავტორი:

23 წლის ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს, ქვეყნიდან გააძევეს

23 წლის ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს, ქვეყნიდან გააძევეს

ამერიკელი ჯარისკაცი, ტრევის კინგი, ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებში დააბრუნა. 23 წლის სამხედრომ იზოლირებული ქვეყნის საზღვარი 18 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა: კინგი კომერციულ ტურისტულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც გაეროს მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მიემართებოდა. ამ დრომდე, მის საქმეს ჩრდილოეთ კორეა იძიებდა. ფხენიანის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გამოძიება დასრულდა და ჯარისკაცს სამშობლოში "აძევებდნენ".

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/66946434/vpid/p0gh54c3"></iframe>

ტეხასის აეროპორტში ტრევის კინგის თვითმფრინავიდან გადმოსვლის მომენტი ადგილობრივმა მედიამ ვიდეოზე აღბეჭდა.

  • ტრევისს აშშ-ში ოფიციალური პირები დახვდნენ და ესკორტით გააცილეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ვიდრე ჯარისკაცის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყება, მას ბრუკის არმიის სამედიცინო ცენტრში გამოსაკვლევად გადაიყვანენ.

მანამ, სანამ კინგი სადემარკაციო ხაზს გადაკვეთდა, ის სამხრეთ კორეის ციხის საპატიმროში იმყოფებოდა. როცა საპატიმროდან გაათავისუფლეს, სამხედროებმა ის ინჩონის აეროპორტში გააცილეს, რათა აშშ-ში უფრო მკაცრი დისციპლინარული ზომები მიეღოთ მის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა კაცი აშშ-ს ფრენას არ გაჰყვა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრისკენ გაემართა.

შეგახსენებთ, ის სამხრეთ კორეის საპატიმრო დაწესებულებაში ორ ადამიანზე თავდასხმის და პოლიციის მანქანაზე წიხლების რტყმის გამო იხდიდა სასჯელს.

წყარო: bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა