ავტორი:

"იცით რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ბოტანიკურ ბაღში რომ გაისეირნა? ეს იყო პოლიტიკური მინიშნება ივანიშვილისთვის" - გია ხუხაშვილი

"იცით რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა ბოტანიკურ ბაღში რომ გაისეირნა? ეს იყო პოლიტიკური მინიშნება ივანიშვილისთვის" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სწორად იქცევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებს და ამის მიზეზიც არსებობს. მისი თქმით, არც სალომე ზურაბიშვილის ბოტანიკურ ბაღში გასეირნების ამბავი იყო შემთხვევითი და ამით პრეზიდენტმა ექსპრემიერს პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნა.

"სწორედ იქცევა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს რომ არ ახსენებს. ეს არის სწორი პოლიტიკური პროცესი. მან იცის, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, არის ივანიშვილი. მას სჭირდება გარკვეული მანევრი.

შეიძლება ეს კრიზისი (ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის) ისე ღრმად შევიდეს, რომ ვიღაცასთან ლაპარაკი დაჭირდეს. მან იცის, რომ მხოლოდ ივანიშვილს უნდა ელაპარაკოს, სხვებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

არ უნდა დაწვას მან ხიდები ივანიშვილთან. ისინი ხომ ფიზიკური მტრები არ არიან, ეს არის პოლიტიკური მტრობა. იცით რა გააკეთა ზურაბიშვილმა? ის ცნობილი ამბავი გახსოვთ ხომ? დიდი "სკანდალი" რომ იყო, ბოტანიკურ ბაღში რომ გაისეირნა. ამით იცით რა გააკეთა?

ეს იყო პოლიტიკური მინიშნება, აქ ვარ და თუ ლაპარაკი გინდა პოლიტიკურ შპანას კი ნუ მიგზავნიო, მოდი და მელაპარაკეო. ფოსტალიონის გარდა მეტი ფუნქცია არ აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს, ვინ არიან საერთოდ ესენიო" - აღნიშნა ხუხაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გარდუსში" საუბრისას.

წაიკითხეთ ასევე: