ავტორი:

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული (ფოტოები)

სილამაზის კონკურსის, "მის სამყარო" 2023-ის გამარჯვებული "მის ნიკარაგუა", შეინის პალასიოსი გახდა. კონკურსს სან სალვადორმა უმასპინძლა.

წელს კონკურსში მსოფლიოს 84 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც სილამაზის სფეროს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

23 წლის შეინის პალასიოსს მასკომუნიკაციის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

გატაცებულია სპორტით. თამაშობდა უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდში. ულამაზეს გოგონას არაერთ სილამაზის კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული.

პირველად 2016 წელს ნიკარაგუაში "მის თინეიჯერის" კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. 2021 წელს თავისი ქვეყანა "მის მსოფლიოს" კონკურსზე წარადგინა და 40 ფინალისტს შორის მოხვდა.

მოდელი აქტიურია "ინსტაგრამსა" და "ტიკტოკზე" და თავის ქვეყანაში ინფლუენსერად ითვლება