ავტორი:

"ბევრჯერ გამილახავს ადამიანი და შემდეგ ცრემლები წამომსვლია... ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული და ყველა მეუღლე ჩემი მეგობარია" - გიორგი გურგულია

"ბევრჯერ გამილახავს ადამიანი და შემდეგ ცრემლები წამომსვლია... ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული და ყველა მეუღლე ჩემი მეგობარია" - გიორგი გურგულია

მსახიობმა გიორგი გურგულიამ გადაცემა „დღის პოსტში“ ქორწინებასა და ქალის პატივისცემაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ქალის გვერდით ძლიერი მამაკაცი იდგეს, რათა თავს ის დაცულად გრძნობდეს. თავად ოთხჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ყველა ქორწინება დასრულდა...

გიორგი გურგულია:

- მშვიდი ბავშვი არ ვყოფილვარ, და მყავდა, ასევე გოგონები ნათესავები და ბავშვობიდან მოვირგე მათი დამცველის როლი. უცოდველი არ ვარ, შეიძლება დიდი მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ გამილახავს ადამიანი. მერე მთელი ცხოვრება ნანობ, თუ უსამართლოდ ადამიანს მოექცევი. ბევრჯერ გამილახავს ადამიანი და შემდეგ ცრემლები წამომსვლია. რაღაცნაირად გული მტკენია, არ მინდოდა ვიღაცისთვის ტკივილი მიმეყენებინა. ვნანობ, რა თქმა უნდა, ცხოველი ხომ არ ხარ ადამიანი.

მოსწონდათ გოგონებს ასეთი ბიჭი, როცა იციან, რომ მის გვერდით ძლიერი მამაკაცია, გვერდზე რომ დგას, უკვე დაცული ხარ, იცის, რომ კაცია. ბიჭები ატარეთ სპორტზე აუცილებლად.

ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული, ოთხი შვილი მყავს. ათი წელი მყავდა ერთი ცოლი, მეორეც - ათი, მესამე - შვიდი და მეოთხე - ხუთი წელი. ჩვენ ყველა მეგობრები ვართ, ყველა მეუღლე ჩემი მეგობარია. ღმერთმა არ გაუჭირვოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგე. ის სიყვარულის დიდი ნაწილი რჩება, რაც შემდეგ პატივისცემაში გადადის.

ჩემი თაობა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ყველაფერი იცვლებოდა, სულ ცვლილებებში ვართ. ათი წელი არ გვქონია ქვეყანაში სტაბილური, სამყარო იცვლება, ტექნოლოგიები შემოდის. ამ დროს ძნელია აჰყვე ცხოვრების ტემპს. მთავარია, ადამიანი იყო ბედნიერი და სამყარო გიყვარდეს, რომ იღვიძებ, გიხაროდეს.

წაიკითხეთ ასევე: