ავტორი:

"ბაბი, შენს გვერდით ვარ! არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ბაბი კირკიტაძეს

"ბაბი, შენს გვერდით ვარ! არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ბაბი კირკიტაძეს

უკვე რამდენიმე დღეა, მომღერალ ბაბი კირკიტაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აქტიური განხილვის საგანია. ჯერ იყო და ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე მის მიერ შესრულებული საკონცერტო ნომერი გახდა ქილიკის საგანი, შემდეგ კი, თავად მომღერალმა კიდევ ერთი, მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ დაწერა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს !!!

პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.

მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხება, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს !" - დაწერა ბაბი კირკიტაძემ.

სოციალურ ქსელში ბაბის ცნობილი ქალების გარკვეულმა ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა. მათი შეფასებით, ბაბის მიერ გავრცელებული განცხადება სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს. მომღერლის პოსტს ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ბაბი, შენს გვერდით ვარ! ამ ამბავში ბრძოლის ყველა ფრონტზე შენს გვერდით მიგულე. არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც ცნობილია, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე დაიბარეს გამოკითხვაზე.

წაიკითხეთ ასევე: