ავტორი:

"ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი... შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ" - ცნობილი ქალები ბაბი კირკიტაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი... შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ" - ცნობილი ქალები ბაბი კირკიტაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება, პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ" - როგორ ეხმაურებიან ბაბი კირკიტაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს

უკვე რამდენიმე დღეა, მომღერალ ბაბი კირკიტაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აქტიური განხილვის საგანია. ჯერ იყო და ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე მის მიერ შესრულებული საკონცერტო ნომერი გახდა ქილიკის საგანი, შემდეგ კი, თავად მომღერალმა კიდევ ერთი, მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ დაწერა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს !!!

პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.

მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხება, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს !" - დაწერა ბაბი კირკიტაძემ.

სოციალურ ქსელში ბაბის ცნობილი ქალების გარკვეულმა ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა. მათი შეფასებით, ბაბის მიერ გავრცელებული განცხადება სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს.

"ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ.

ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე, დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული." - წერს იურისტი თამთა მიქელაძე.

"არ სრულდება ამ ქვეყანაში ეს საშინელი მეთოდები ადამიანების წინააღმდეგ! ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება, რაიმე ახალი კი არა, რეალურად გამოძიება და კანონის აღსრულება, დასჯა! იმიტომ ბედავენ, არავინ არასდროს რომ არ ისჯება" - დაწერა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხათუნა სამნიძემ.

სოლიდარობა ბაბი კირკიტაძეს და ამ ავადმყოფი ადამიანების დაუსჯელობა და წახალისება და მორალს და ადამიანობის მიღმა არსებული მეთოდები როდესმე ხომ უნდა ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში?!" - წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ასევე იხლეთ: