ავტორი:

სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონასთან ერთად სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს (ვიდეო)

სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონასთან ერთად სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს (ვიდეო)

აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.

"სულ ჯენზი მოთქვამდაო მატრონას და სტალინის ხატთან, ვინც იქ იყო, მწერენ, სიწმინდეები შეილახაო", - წერს ფერაძე.

"შენ გვერდში ვარ! და მადლობა", - ასე, საჯაროდ უხდის მადლობას ნატა ფერაძეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელზეც რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული.

იხილეთ ასევე: