ავტორი:

რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს

რისი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული კიმ ჩენ ინს და რატომ ეშინია დალაქების - ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საიდუმლო ცხოვრება: მითები და რეალობა, რომელზეც მედია წერს

ის ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა 2011 წელს, მაშინ კიმ ჩენ ინი დაახლოებით 30 წლის იყო. მის ცხოვრებას ჯერ კიდევ ბავშვობიდან იდუმალების აურა აკრავს, ამიტომ არავინ იცის, ზუსტად რომელ წელს დაიბადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. სხვადასხვა წყაროები წერენ, რომ ის შეიძლებოდა დაბადებულიყო 1984 ან 1985 წელს, ასევე შესაძლოა 1983 წელს. ასაკის ცვლილება კი "ტახტის მემკვიდრედ" გამოცხადების დროს დასჭირდა. თუმცა, ამ საიდუმლოს გარეშეც კი, კიმ ჩენ ინის ბიოგრაფიაში უამრავი ცარიელი ადგილია.

ადამიანი დაბადების თარიღის გარეშე

არსებობს რამდენიმე თეორია და ვარაუდი კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, გარდა მისი დაბადების წლისა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ გავრცელებული დაბადების ოფიციალური თარიღია 1984 წლის 8 იანვარი. თუმცა, ზოგიერთი წყარო და ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დაბადების თარიღი შესაძლოა გაყალბებულიყო, რათა ის ასოცირდებოდეს რიცხვთან „8“. ასეთი ეჭვები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ რიცხვი "8" ჩინურ კულტურაში იღბლიან და წარმატებულად ითვლება და ამიტომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შესაძლოა აირჩიონ ეს თარიღი განსაკუთრებული სტატუსის ხაზგასასმელად. თუმცა, მიუხედავად ამ ეჭვებისა, კიმ ჩენ ინის დაბადების ოფიციალურ თარიღად რჩება 1984 წლის 8 იანვარი.

დიდი ხნის განმავლობაში, მედიას არც კი ჰქონდა ჩრდ. კორეის ლიდერის ბავშვობის ფოტოები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა სურათები, სადაც ნაჩვენებია კიმ ჩენ ინი 8 წლის ასაკში სამხედრო ფორმით. სწორედ მაშინ მიანიჭეს მას გენერლის წოდება და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეები იძულებულნი გახდნენ მისთვის სათანადო პატივი ეცათ. ამის შესახებ ქვეყნიდან გაქცეულმა კიმების ოჯახის მზარეულმა ისაუბრა. თუმცა, ამ ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება საკმაოდ რთულია.

ამერიკელი მეგობარი

კიმ ჩენ ინისა და ამერიკელი კალათბურთელის დენის როდმანის ურთიერთობამ ფართო ინტერესი გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში როდმანის ვიზიტის შემდეგ. 2013 წლის დასაწყისში დენის როდმანი ეწვია ქვეყანას და შეხვდა კიმ ჩენ ინს. მომდევნო წლები სგანმავლობაში კორეაში კიდევ რამდენიმეჯერ ჩავიდა. მათი ურთიერთობა არაფორმალური იყო და თავად როდმანი კიმ ჩენ ინს თავის მეგობარს უწოდებდა, ისინი კალათბურთის მატჩებს ერთად ესწრებოდნენ. როდმანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კომუნიკაციის დროს მან ვერ აღმოაჩინა ის ფსიქიკური დარღვევები, რაზეც მსოფლიო მედია ხშირად წერს.

დალაქების შიში

კიმ ჩენ ინის ვარცხნილობა მისი გარეგნობისა და სტილის ნაწილი გახდა. საინტერესოა, რომ ეს ვარცხნილობა ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერის, კიმ ირ სენის იმიჯს უკავშირდება. გარკვეულწილად, ეს არის ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლების დინასტიის უწყვეტობის სიმბოლო. აქვე, დასავლურ მედიაში ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ კიმ ჩენ ინი თმას თავად იჭრის, რადგან დალაქების ეშინია. ამის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურება რთულია. ქვეყანაში პიროვნების ნამდვილი კულტი სუფევს და შესაბამისად, "დიდი და ყოვლისშემძლე" კიმ ჩენ ინი უბრალოდ, ვერ უნდა განიცდიდეს რაიმე სახის შიშს.

პლასტიკური ქირურგია და უცნაური წარბები

27 წლის ასაკში მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა ბაბუას დამსგავსებოდა. თუ გადახედავთ კიმ ჩენ ინის ბოლო წლების ფოტოებს, ნახავთ, რომ მისი წარბები საგრძნობლად დამოკლდა; ითვლება, რომ მან განზრახ გააკეთა, რათა უფრო მეტად დამსგავსებოდა წინაპრებს. მაგრამ ჩრდილოეთ კორეა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჭორებს და კიმ ჩენ ინის გარეგნობის ცვლილების შესახებ სტატიებს "ბინძური მედიის ნაგავს" უწოდებს.

ჰაკერების ჯგუფი

იმ მომენტიდან, როდესაც კიმ ჩენ ინმა ქვეყანა ჩაიბარა, შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი წინამორბედების იდეოლოგია. მას აქვს საკუთარი მიღწევები, მათ შორის ჰაკერების სახელმწიფო ჯგუფის შექმნით. აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები ეწევიან კიბერდანაშაულს, რათა დააფინანსონ ბირთვული იარაღის პროგრამა და გააძლიერონ ეკონომიკა. ისინი თავს ესხმიან ბანკებს, იპარავდნენ სამხედრო საიდუმლოებებს, ფულის სძალავენ სახელმწიფოებს. ჩრდილოეთ კორეას ბრალად ედება სხვადასხვა სამიზნეებზე კიბერ შეტევებში მონაწილეობა, მათ შორის სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმები და მონაცემების ქურდობა.

ნამდვილი გურმანი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უყვარს გემრიელი კერძების მირთმევა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ კიმ ჩენ ინის სიმსუქნე აიხსნება მისი გატაცებით შვეიცარული ყველით, რომელსაც ის დიდი რაოდენობით მიირთმევს სკოლის წლებიდან. მას უყვარს სუში, შვეიცარიული ბლინები, ნუდლები, სტეიკები, ყველი, შავი ხიზილალა, პიცა და ჰამბურგერი. კიმ ჩენ ინმა თავისი შეფები გაგზავნა ევროპის საუკეთესო კულინარიულ სკოლებში სასწავლებლად, რათა დასავლური გამოცდილება მიეღოთ სამზარეულოს ხელოვნებაში. ის ასევე არის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების, როგორიცაა ღვინო და კონიაკის მცოდნე. გარდა ამისა, კიმ ჩენ ინს მოსწონს არაყი და ჭორების მიხედვით, სექსუალური პოტენციის ასამაღლებლად კობრას შხამზე დამზადებულ სპეციალურ ნაყენს სვამს.

2021 წელს როდესაც კიმ ჩენ ინი ფხენიანში სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა, წონაში კლების გამო, ხალხს საკუთარი მმართველის ცნობა გაუჭირდა. კიმ ჩენ ინმა ზედმეტი კილოგრამების დაკარგვის შემდეგ სტილი შეცვალა: ის აღლუმზე კოსტუმითა და ჰალსტუხით მივიდა.

საყვარელი ქალი

2009 წლიდან კიმ ჩენ ინი დაქორწინებულია რი სოლ-ჯუზე, რომელიც, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მისი ბავშვობის მეგობარია. ლი სეოლ ჯუ ექიმისა და მასწავლებლის ქალიშვილია და მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი და ორი ქალიშვილი. ლი სეოლ-ჯუ ცნობილია თავისი შედარებით ლიბერალური შეხედულებებით. მან ქმრისგან მიიღო ნებართვა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ქალებს ჩაეცვათ ადრე აკრძალული შარვალი, ჯინსი, შავი კოლგოტები და ქუსლიანი ფეხსაცმელი. მან ასევე უზრუნველყო, რომ ქალებს ველოსიპედის ტარების უფლება მიეცათ. არსებობს ჭორები, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ჰყავს ახალგაზრდა ქალების არმია, რომლებიც მზად არიან სექსუალურად მოემსახურონ დღის ან ღამის ნებისმიერ დროს; მათ უწოდებენ "სიამოვნების რაზმს". თუმცა, ოფიციალურად კიმ ჩენ ინი ძლიერი ოჯახური ურთიერთობებისა და ტრადიციული ღირებულებების მომხრეა.

კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ დაიწყო სამხედრო ღონისძიებებზე თავის ქალიშვილთან ერთად გამოჩენა, განსხვავებით მამისა და ბაბუისგან, რომლებიც ოჯახის წევრებს არ აჩვენებდნენ საზოგადოებას.

ნახეთ ასევე: