აშშ-მა "ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-მა გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ირანისთვის ინფორმაციის გადაცემის ბევრი გზა გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
აშშ-ის ოფიციალური პირებს არაეთხელ დაუდანაშაულებია თეირანი ჰუსიტებისთვის დრონების, რაკეტების და სხვა იარაღით მომარაგებაში, რომლითაც შემდეგ დაჯგუფების წევრები "ჰამასის" მხარდასაჭერად დასავლეთის სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს. თეირანის მტკიცებით მეამბოხეები დამოუკიდებლად მოქმედებენ და ირანს მათზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
"ჩვენ შეგვიძლია მათთან საუბარი, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ მათ მოვთხოვოთ და ან ვუკარნახოთ რაიმე", - თქვა შეხვედრაზე ირანის წარმომადგენელმა. როგორც ცნობილია, მხარეები ერთმანეთს იანვარში შეხვდნენ და დაგეგმილი იყო კიდევ ერთი შეხვედრა თებერვალშიც, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა.
მედიის ცნობით, ირანისა და აშშ-ის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.