ავტორი:

მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."

მაკა ასათიანის ულამაზესი პიანისტი დისშვილის პარიზული ცხოვრება და წარმატებული კარიერა - "მარიანას დედა ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, მამა აფხაზია..."

მარიანა აჩბას წლების მანძილზე მედიაში მოიხსენიებდნენ, როგორც მაკა ასათიანის ულამაზეს დისშვილს - გოგონას ცნობილი ოჯახიდან, რომელმაც მოდელობაშიც სცადა ბედი და ჯაბა დიასამიძის რამდენიმე ჩვენებაზე გამოვიდა. თუმცა წელიწადზე მეტია, რაც მარიანას საზოგადოება როგორც პერსპექტიულ პიანისტს, ადევნებს თვალს. რამდენიმე კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უკვე ჰქონდა. მათ შორის შემოდგომაზე, სადაც დათუნა ალადაშვილთან და ლუი შვეცბეგელ ვანგთან ერთად დაუკრა. ვიდეო სოციალურ ქსელში დღემდე პოპულარულია.

Movement-თან პარიზში საკუთარ სახლში ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, რომ მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა მუსიკა, და არა მუსიკას სჭირდებოდა ის, როგორც ბავშვობაში აჯერებდნენ.

მარიანა აჩბა, პიანისტი:

- ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ბავშვობაში გაჯერებენ, პატარა რომ ხარ და უკრავ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში და აღფრთოვანებული არიან იმით, რომ პატარა ხარ და უკრავ, ამ დროს შეგრძნება გიჩნდება, რომ შენ სჭირდები მუსიკას.

როდესაც დიდ ასაკში დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, მე მჭირდება, რომ ვიგრძნო თავი ისე, როგორც ვგრძნობ. რაც უფრო დიდ სიყვარულს ჩადებ, უფრო დიდი სიყვარულით გიპასუხებს.

  • კახი ასათიანის შვილიშვილი, მაკა ასათიანის დის შვილი - წლების მანძილზე ასე იცნობდნენ გოგონას, რომელიც ყოველთვის მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მამა ასტამურ აჩბა აფხაზია, დედაზე, სალომე ასათიანზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება.

მარიანა:

- როდესაც დავიბადე, ერთი წელი ვცხოვრობდით პარიზში და შემდეგ საქართველოში გადავედით. სამი წლის ვიყავი, ისევ დავბრუნდით და რაღაც პერიოდი ისევ პარიზში ვცხოვრობდი. მამის მხრიდან აფხაზი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი მშობლები დადიოდნენ დასასვენებლად. ჩემი დიდი ბაბუა აფხაზეთში ცხოვრობდა. ოჯახში განსაკუთრებული სენტიმენტებით ჰყვებიან აფხაზეთზე.

მამასთან ერთად პარიზში

პარიზში კინოაკადემიაში სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ყოველდღე ვფიქრობდი, რატომ დავანებე მუსიკას თავი. ხუთი წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე და 11 წლის ასაკში დავემშვიდობე. დაბრუნების პირველი მცდელობა მაშინ მქონდა, როდესაც 18 წლის გავხდი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ დავძლიე, გაუცხოებული ვიყავი, ნოტებიც არ მახსოვდა. ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე.

პარიზში რომ ჩამოვედი, ძალიან უხდება ამ ქალაქს ფეხით სიარული. ამ სეირნობაში, დავიწყე მუსიკის მოსმენა, კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი და მტკივნეული შეგრძნება იყო, მხოლოდ სიამოვნებას კი არ ვიღებდი, ვფიქრობდი, რატომ დავთმე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე და ვთქვი, ვცდი. თავიდან არანაირი გეგმა არ მქონია, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამეცადინო მაქვს. კინო სკოლა 23 წლის ასაკში დავამთავრე და 24 წლის ვიყავი, პარიზში ვცადე დაკვრა და ტრავმა მივიღე, შემდეგ პანდემია დაიწყო, თბილისში ჩამოვედი, კონსერვატორიაში ჩავაბარე და ახლა მესამე კურსზე ვარ.

ამბობს მარიანა, Movement-თან ინტერვიუში და პარიზის ქუჩებში სეირნობს.

პირველი კონცერტის ღელვა იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. სამი თვით ადრე დავიწყე ნერვიულობა. ძალიან ვღელავდი, ეს არ იყო ერთი კონცერტის ღელვა, სიზმარივით მახსოვს, ყველაფერი რაც მეგონა შეუძლებელი იყო, ჩემი თავისთვის უნდა მეთქვა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შესაძლებელია.

სანამ სცენაზე გავედი, უფრო ვღელავდი, როდესაც ინსტრუმენტამდე მივედი, ძალა მომეცა. ბებია ბავშვობიდან ჩართული იყო ამ ყველაფერში, ძალიან კარგი ყური აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ვისი აზრიც მაინტერესებდა კონცერტის შემდეგ და ძალიან კმაყოფილი იყო და ამაყი.

ბებია ლუიზა თავართქილაძე

მარიანა ოჯახზე ყოველთვის ემოციით საუბრობს, ყველა ინტერვიუს დროს ეკითხებიან დეიდაზე და ცნობილ ოჯახის წევრებზე...

- დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა, დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. სილამაზე და თვალებში რაც აქვს, ამ სიყვარულიდან გამომდინარე გადმოდის. მისი მეგობრობის გარეშე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. სულ ვსწავლობ დედაჩემისგან შინაგან სისუფთავეს და სიმარტოვეს, რომელიც მას აქვს და არც შემხვედრია ასეთი ადამიანი სხვა.

მარიანას მშობლები

ბებია და ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, ბაბუა იყო გადარჩენა მეცადინეობისგან და ვალდებულებებისგან, ბებია - აღზრდა და დისციპლინა.

ძალიან მიჭირს ამ ბოლო დროს ბევრი ნოტების კითხვის შემდეგ წიგნების წაკითხვა და ფილმების ყურება. მახსოვს, პანდემიის დროს არავინ იყო პარიზში, მანქანები არ დადიოდა, სულ ცარიელი იყო ქუჩები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ პარიზს ვნახავდი. მუსიკაზეც ასე ვარ, სულ აღფრთოვანებული ვარ, სულ გაკვირვებული.

წაიკითხეთ ასევე: