ავტორი:

მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

აფხაზი პრინცესა - ასე მოიხსენიებდა გოგონას მედია რამდენიმე წლის წინ, როდესაც მასზე პირველად დაწერეს. რეალურად კი ის საქართველოში ყველაზე ცნობილი დიზაინერის მაკა ასათიანის დისშვილი გახლდათ.

მარიანა აჩბას მედიაში გამოჩენამდე ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ მაკა ასათიანს და ჰყავდა. სალომე ასათიანი 90-იან წლებშიც კი არსად გამოჩენილა... მაშინ, როდესაც თბილისის ბომონდურ წვეულებებზე ყველაზე სასურველი სტუმრები მაკა ასათიანი, მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და მეგობრები გახლდნენ.

სალომე ასათიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება. წლების წინ სალომე ცოლად გაჰყვა ასტამურ აჩბას. წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინათ, მარიანა, რომელიც წლების წინ გაიცნო საზოგადოებამ.

ჩვენი ინფორმაციით, წყვილი წლების წინ დაშორდა და ასტამურ აჩბა ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება, თუმცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს შვილთან და მარიანაც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მამასთან გადაღებულ ფოტოებს.

სალომე ასათიანი და ასტამურ აჩბა
სალომე ასათიანი და მარიანა აჩბა

სალომე ასათიანი აღარ დაოჯახებულა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა, რომელიც წლებია უკვე პარიზში ცხოვრობს, ცოლად "მაგთიკომის" შეფის, მილიონერ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე თხოვდებოდა

მარიანა აჩბა

წყვილის ფოტოები ინსტაგრამზე თავად მარიანამ გაავრცელა. მარიანა სოციალურ ქსელში ასევე ხშირად აქვეყნებს დედის ფოტოებს, ძირითადად - ახალგაზრდობის. როგორც ჩანს, სალომე ასათიანს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ სურს მედიაში გამოჩენა.

თუმცა მის გამორჩეულ სილამაზეზე ლეგენდები დღემდე გრძელდება... აფხაზი პრინცესა კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ქართული მედია ხშირად ინტერესდება მისი პარიზული ცხოვრებით. მარიანა სწავლის პარალელურად მოდელობასაც ახერხებს. ის ცნობილი ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"