ავტორი:

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა

სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა ფერიდე შაინიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ambebi,ge - ს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ სკოლაში ადგილობრივი რესურს ცენტრი მოკვლევას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლულ ცოლთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" გავრცელებული პოსტი ქვეშ, კომენტარი გაავრცელა, რომელშიც მოკლულ ქალს ადანაშაულებდა.

“ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან, რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე”, - დაწერა სკოლის დირექტორმა მოგვიანებით ეს ფაქტი უარყო და შესაბამისად, პოზიცია შეცვალა.

“სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო”, - დაწერა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: